როგორ მოვხუფოთ მოჰიტო ზამთრისთვის

2350

იმ რეცეპტებს შორის, რომლებიც ზაფხულის ცხელი დღეების გადატანაში დაგეხმარებათ, ჩვენ ამოვარჩიეთ ერთ-ერთი, განსაკუთრებული სასმელის რეცეპტი, რომელიც არა მხოლოდ ზაფხულში, ზამთარშიც შეგიძლიათ დააგემოვნოთ.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ გემრიელი, გამაგრილებელი, მარწყვის მოჰიტოს რეცეპტს. მოცემული ინგრედიენტებით, შეძლებთ 3 ლიტრი მოჰიტოს მომზადებას.

ინგრედიენტები 

  • 500 გრ მარწყვი
  • 20 გრ ლიმონი
  • 10 გრ პიტნა
  • 300 გრ შაქარი
  • 3 ლ წყალი

მომზადების წესი 

1. გარეცხეთ მარწყვი და მოაცილეთ ფოთლები.

2. მინის ქილაში ჩაყარეთ პიტნა, ლიმონის 3 მრგვალი ნაჭერი და მარწყვი. შეგიძლიათ ქილა არ დაასტერილოთ, უბრალოდ კარგად გარეცხეთ გამდინარ წყალში სოდით.

3. ადუღებული წყლით გაავსეთ ქილები და გააჩერეთ ნახევარი საათით.

4. ნახევარი საათის შემდეგ ქილაში არსებული წყალი გადაასხით ქვაბში, დაუმატეთ შაქარი და მოადუღეთ სიროფი.

5. მზა სიროფი ჩაასხით ქილაში (სადაც მარწყვი და ლიმონია მოთავსებული) და მოხუფეთ ცხელი თავსახურით. ფრთხილად ჩააბრუნეთ ქილა და შეფუთეთ ადეალაში, როდესაც გაცივდება, შეინახეთ ქილა ბნელ ადგილას.

აი, როგორ მზადდება უალკოჰოლო მოჰიტო, რომელიც უყვართ როგორც დიდებს, ისე პატარებს. ასეთი გემრიელი კომპოტი იდეალურია წელიწადის ნებისმიერ დროს. თუ გაყინავთ კოქტეილს, მიიღებთ ნატურალურ, საშინაო ნაყინს, რომელიც ბევრად ჯობია მაღაზიაში ნაყიდს.