ლაზანია – იტალიური კერძია, რომელმაც დიდი ხანია დაიპყრო მთელი მსოფლიო.
მას იტალიის სხვადასხვა ქალაქებში ერთმანეთისგან განსხვავებულად ამზადებენ.
ინგრედიენტები
- ქათმის ფილე 3 ცალი
- კვერცხი 5 ცალი
- ყველი რიკოტა 400გ
- ლაზანისს ფირფიტა 8 ცალი
- პარმეზანი 150გ
- მარილი გემოვნებით
- ბაზილიკი გემოვნებით
- ხორბლის ფქვილი 1 ჭიქა
- საფანელი 200გ
- პომიდვრის სოუსი 500მლ
- მოცარელა 300გ
- მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
- შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
მომზადება
1.შუაზე გაჭერით ქათმის ფილე, მოაყარეთ მარილი და წიწაკა ორივე მხრიდან. ამოავლეთ ფქვილში, ათქვეფილ კვერცხში და საფანელში. შეწვით ტაფაზე ზეთში.
2.რიკოტას დაუმატეთ 1 კვერცხი.
3.ფორმის ძირს წაუსვით პომიდვრის სოუსი, მოათავსეთ ლაზანიის ფირფიტები, რიკოტის სოუსი, ქათმის ფილე, პარმეზანი და მოცარელა.
4.ამ მეთოდით ააწყეთ კერძი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 50 წუთი.
გემრიელად მიირთვით!