ფარშირებული ყაბაყი ღუმელში “თევზის ნავები”

830

ყაბაყით შეგიძლიათ ხორციც კი ჩაანაცვლოთ. ფარშირებული ყაბაყი ნამდვილად უგემრიელესი კერძია.

დედაჩემი ამ კერძს “თევზის ნაებს” ეძახის, ჩვენც ასე მოვიხსენიებთ ამ საოცრებას.

ინგრედიენტები

  • კონსერვირებული თინუსი 100გ
  • ყაბაყი 3 ცალი
  • პური 50გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • ბაზილიკი 20გ
  • ნიორი 1 კბილი
  • კაპერსი 1 სუფრის კოვზი
  • საფანელი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.პირველ რიგში გარეცხეთ ყაბაყი, მოაჭერით ბოლოები. აადუღეთ წყალი და მოათავსეთ ბოსტნეული. მოხარშეთ 7-10 წუთი. შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ და გაჭერით.

2.ამოჭერით გული. რბილი ნაწილი დაჭერით დანით. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. შეწვით დაჭყლეტილი ნიორი და ყაბაყის გული.

3.მოაყარეთ  ტაფაზე არსებულ ინგრედიენტებს მარილი, მოამზადეთ 3 წუთის განმავლობაში. ცალკე ჯამში მოათავსეთ თევზი, პური, კაპერსი, კვერცხი და ბაზილიკი.

4.მოაყარეთ მარილი. ყაბაყის ნავები ამოავსეთ შიგთავისთ, ამოავლეთ საფანელში და გამოაცხეთ.

5გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!