კომბოსტოს იდეალური რეცეპტის საიდუმლო: გემრიელი კერძი ბავშვობიდან

1172

კომბოსტო უნივერსალური ბოსტნეულია, რომლისგანაც ბევრი გემრიელი კერძის მომზადება შეიძლება, ანუ ყოველდღიური მენიუ შეგიძლიათ გაამდიდროთ. Gastronomia.ge-ს რედაქცია კომბოსტოს ერთ–ერთ საინტერესო კერძს გთავაზობთ, რომელსაც ბევრი ბავშვობიდან იცნობს.

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა (400 მლ) ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • ½ ჭიქა წყალი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 500 გრ კომბოსტო
  • 1 ხახვი
  • 1 სტაფილო
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ხახვი მცენარეულ ზეთში ოქროსფერ შეფერილობამდე მსუბუქად შეწვით.

2. მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო დაუმატეთ და დარბილებამდე თუშეთ. დაჭრილი კომბოსტო დაუმატეთ და მარილი მოაყარეთ. თავსახური დაახურეთ და სუსტ ცეცხლზე თუშეთ. აუცილებლობის შემთხვევაში ბოსტნეულს აურიეთ. ცოტა ახალ დაფქული შავი წიწაკა დაუმატეთ და თავდახურულ ტაფაზე მომზადებამდე თუშეთ.

3. ფქვილი გაცერით, მარილი დაუმატეთ და ჩაღრმავება გააკეთეთ. 1 კვერცხი ჩატეხეთ. ცომი მოზილეთ. წყალი აუცილებლობის შემთხვევაში დაუმატეთ.

4. ცომი ცოტა ხნით გააჩერეთ.

5. მზა კომბოსტო თეფშზე გადაიტანეთ, რომ სწრაფად გაგრილდეს. ტაფის ძირში ცოტა „ბოსტნეულის ბალიში“ დატოვეთ.

6. ცომი თხელ ფენად გააბრტყელეთ, კომბოსტო დაუმატეთ. ცოტა კომბოსტო დატოვეთ.

7. რულეტივით დაახვიეთ და კუთხეები შეკარით.

8. რულეტი პატარა ნაჭრებად დაჭერით.

9. კომბოსტოს ნარჩენებზე მოათავსეთ, ზემოდან ბოსტნეული მოაყარეთ.

10. ცოტა წყალი დაუმატეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. ცეცხლს დაუწიეთ, თავსახური დაახურეთ და 25 წუთით თუშეთ.

11. მზა კომბოსტოს რულეტები სუფრაზე შეგიძლიათ არაჟანთან ერთად გაიტანოთ.  გემრიელად მიირთვით!