საგაზაფხულო კერძების კრებული, რომელიც დაამშვენებს მაგიდას

698

ძალიან მიყვარს გაზაფხული, მის შემობრძანებას ყოველთვის განსაკუთრებულად ავღნიშნავ.

დღეს მინდა შემოგთავაზოთ საგაზაფხულო რეცეპტების კრებული, რომელიც დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ.

გაზაფხულის მთავარი კერძი ბლინებია, ცხელი, მრგვალი, დაბრაწული, მზის სიმბოლოებს წარმოადგენენ ჩემს თვალში.

თაფლაკვერებიც ძალიან უხდება გაზაფხულს, მე ხშირად თაფლის თაფლაკვერებს ვამზადებ.

ინგრედიენტები

  • თაფლი 70გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი 70გ
  • შაქარი 70გ
  • სოდა 1/2 ჩაის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 220გ

მომზადება

  1. ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი, დაუმატეთ თაფლი და ოთახის ტემპერატურის კარაქი.
  2. მოაყარეთ სოდა და განაგრძეთ თქვეფა.
  3. გაცერით ფქვილი, მოაყარეთ ცომის მასას და მოზლეთ.
  4. პირველ ეტაპზე ცომი წებოვანი იქნება, ნიჩბით მოზილეთ.
  5. შეინახეთ მაცივარში 1 საათი. ცომი უნდა გახდეს ელასტიური და მდგრადი.
  6. მიეცით თაფლაკვერის ფორმა და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთი.

გაზაფხულს თევზის კერძებიც ძალიან უხდება. შეგიძლიათ შეწვათ ან გამოაცხოთ.

ინგრედიენტები

  • 1,7ლ წყალი
  • 400-500გ თევზი
  • 2 ცალი კარტოფილი
  • 1 სტაფილო
  • 2 ხახვი
  • 2 სუფრის კოვზი ხორბალი
  • მწვანილი
  • სანელებლები
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • გამომშრალი მწვანე ხახვი

მომზადება

  1. წყალში ჩააგდეთ დაუჭრელი ხახვი და სტაფილო. 30 წუთი მოხარშეთ. ბურღულეული კარგად გარეცხეთ, დაჭერით კარტოფილი, მოამზადეთ თევზი.
  2. ბულიონში მოათავსეთ კარტოფილი. ბულიონიდან წამოდუღებისთანავე ამოიღეთ ხახვიმ სტაფილო და ჩაყარეთ მარცვლეული თევზთან ერთად. მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე 10-15 წუთი.
  3. დაუმატეთ სანელებლები, დაფნის ფოთოლი, გამომშრალი ხახვი და მოათავსეთ ცეცხლზე 5-7 წუთი. მოაშორეთ დაფნა და კერძი გადაანაწილეთ თეფშებზე.

ხოლო შაბათობით აუცილებლად უნდა მოამზადოთ კურნიკი, ეს ცხობილების მეფის ბრძანებაა.

ინგრედიენტები

  • ნებისმიერი რეცეპტით მომზადებული ბლინები
  • ბრინჯი
  • კვერცხი
  • ხახვი
  • მწვანე ხახვი
  • სოკო
  • ქათმის ფილე
  • მარილი და წიწაკა
  • დამატებით კვერცხი

შიგთვსი

ბრინჯის

მოხარშეთ ბრინჯი და კვერცხი, წვრილად დაჭერით. დაუმატეთ მწვანე ხახვი და მარილი.

სოკოსი

ზეთში მოთუშეთ ხახვი, დაუმატეთ სოკო. მოაყარეთ სანელებლები.

ქათმის

მოხარშული ქათამი დაჭერით, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

ავაწყოთ კურნიკი 

  1. საცხობ ქაღამდზე მოათავსეთ ცომი, წრეზე დაალაგეთ ბლინები.
  2. პირველი ფენა შიგთავსის 1/2 ბრინჯი. ისევ ბლინები.
  3. მეორე ფენა ქათამი 1/2
  4. მესამე ფენა – სოკოს ნახევარი
  5. ბლინების ფენა
  6. გაიმეორეთ იგივე თანმიმდევრობით. . .
  7. ზემოდან დააფარეთ გაბრტყელებული ცომის მეორე ფირფიტა
  8. კარგად დააფიქსირეთ კუთხეები. წაუსვით ათქვეფილი კვერცხი.
  9. გამოაცხეთ 20-25 წუთი 190 გრადუსზე.

ასევე გირჩევთ მოამზადოთ კერძები კვერცხისგან. მაგალითად, დროჩენა. ეს უგემრიელესი კერძი მზადდება რძით, კვერცხით, ფქვილით ან გახეხილი კარტოფილით. თუ თაფლსაც და კენკრასაც დაუმატებთ, მაშინ დროჩენა ტკბილ გემოს მიიღებს.

ინგრედიენტები

  • 1,5 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 10 კვერცხის გული
  • 5 ცილა
  • 1 ჭიქა ცხიმიანი ნაღები
  • 1 სუფრის კოვზი კარაქი
  • 3 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი

მომზადება

  1. ღრმა ჯამში მოათავსეთ კვერცხის გული, შაქრის ფხვნილი და ნაღები. მოურიეთ.
  2. ჩაყარეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. მოაყარეთ მარილი, კარგად ათქვიფეთ მიქსერით.
  3. ცალკე ათქვიფეთ ცილა მარილთან ერთად. დაუმატეთ ცილა ცომს. ფრთხილად მოურიეთ ზემოდან ქვემოთ.
  4. თხელი მასა ჩაასხით ფორმაში. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.

საგაზაფხულო მაგიდაზე უმეტესად რძის პროდუქტებისგან მომზადებული კერძები იწონებენ თავს. ბლინები და ხაჭოს დესერტი ასოცირდება მზესთან. მეც ძალიან ხშირად ვამზადებ ხაჭოს დესერტს მშრალი ხილით.

ინგრედიენტები

  • 250-300გ ხაჭო
  • 1-1,5 კვერცხი
  • 2-2,5 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 100გ მშრალი ხილი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • მარილი

მომზადება

  1. ხილს მოასხით თბილი წყალი. მინიმუმ 15 წუთი. ამ მეთოდის დამსახურებით ხილისგან გამოვა არცთუ ისე სასრგებლო ფეტინის მჟავა.
  2. ხაჭოს დაუმატეთ კვერცხი, შაქარი, ფქვილი და მარილი. შაქარი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ვანილით.
  3. კარგად მოურიეთ და დაუმატეთ ხილი.
  4. დამუშავებულ ცომს მიეცით ძეხვის ფორმა და დაჭერით. მიეცით დესერტს ფორმა.
  5. შეწვით ზეთზე ორივე მხარეს.

გაზაფხული წარმოუდგენელია სბიტენის გარეშე!

ინგრედიენტები

  • 4 ჭიქა წყალი
  • 5 სუფრის კოვზი თაფლი
  • 1 მიხაკი
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 1 დარიჩინი
  • 2-3 ცალი კარდამონი
  • 1 დაფნის ფოთოლი

მომზადება

  1. ქვაბში ჩაასხით წყალი, დაელოდეთ წამოდუღებას.
  2. ადუღებულ წყალს დაუმატეთ შაქარი, თაფლი და სანელებლები.
  3. აადუღეთ სასმელი 15 წუთი.
  4. მიირთვით ცხლად.