კიტრი პომიდორში ზამთრისთვის – ბოშა დიასახლისის რეცეპტი

803

როცა კერძს ბოშა ამზადებს, 100% დარწმუნებული ვარ საუცხოო გამოვა.

ზამთრისთვის აუცილებლად უნდა მოვამზადოთ.

ეს რეცეპტი მე ძალიან მომწონს.

ინგრედიენტები

  • 1,5კგ კიტრი
  • 3კგ პომიდორი
  • 4ლ წყალი
  • სურნელოვანი წიწაკის მარცვლები
  • შავი წიწაკის მარცვლები
  • 4 დაფნის ფოთოლი
  • 2,5 სუფრის კოვზი მარილი
  • 4,5 სუფრის კოვზი შაქარი
  • 4,5 სუფრის კოვზი ძმარი

მომზადება

1.კარგად გარეცხეთ კიტრი, გადაანაწილეთ ქილებში.

1ლ ქილაშ ჩაეტევა 6-7 კიტრი.

თითოეულ ქილაში მოათავსეთ 2 მარცვალი სურნელოვანი წიწაკა და 5 ცალი შავი წიწაკის მარცვალი თითო დაფნის ფოთოლთან ერთად.

2.გარეცხეთ პომიდორი და დაჭერით. გაატარეთ ხორცსაკეპში.

გატარებული პომიდორი გადაიტანეთ ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე.

3.სანამ ადუღდება ძალიან ხშირად უნდა მოურიოთ.

ადუღების მომენტში დააფარეთ თავზე, დაუწიეთ ცეცხლს და დაელოდეთ 20 წუთი.

5 წუთით ადრე სანამ ქვაბს ცეცხლიდან გადადგამთ, დაუმატეთ მარილი, შაქარი, ძმარი.

4.კიტრით სავსე ქილებში ჩაასხით ადუღებული წყალი 15 წუთი, შემდეგ გადაასხით და ქილებს დააფარეთ თავზე.

5.ცხელი პომიდვრის სოუსი ჩაასხით ქილებში და დააფარეთ თავზე.

გემრიელად მიირთვით!