3 სახეობის ნაყინი რძის და შაქრის გარეშე. ცივი დესერტის გამოცდილი რეცეპტი

200

სიცხეში გაგრილება და გემრიელი ნაყინის მირთმევა ძალიან გვინდა. ზოგჯერ მისი შემადგენლობა, რომელიც შეფუთვაზე მითითებულია, შესყიდვის სურვილს კლავს. დროა, საეჭვო პროდუქტების მირთმევა შეწყვიტოთ. გირჩევთ, ალტერნატიული პროდუქტი სახლში მოამზადოთ. ამაზე მხოლოდ 30 წუთს დახარჯავთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ გემრიელი ნაყინი რძის და ნაღების გარეშე, რომელიც მაღაზიაში ნაყიდზე ბევრად უკეთესია.

მის მოსამზადებლად შაქრის გამოყენებაც არ დაგჭირდებათ. დამატკბობლად თაფლი შეგიძლიათ დაუმატოთ. გახსოვდეთ, რომ ის თხელი უნდა იყოს. დაშაქრული თაფლი ასეთი ნატურალური დესერტისთვის შესაფერისი ვარიანტია.

როგორ მოვამზადოთ ხელნაკეთი ნაყინი რძის გარეშე

არომატული და გემრიელი ნაყინით რომ ისიამოვნოთ, რძე ან ნაღები არ დაგჭირდებათ. საკმარისია, ჩოფერით შეიარაღდეთ. მისი დახმარებით კარგად გაყინულ კენკრას და ხილს შეუდარებელ ნაყინად აქცევთ, რომლის ხარისხში ეჭვი არ შეგეპარებათ.

ინგრედიენტები:

  • 6 ბანანი
  • 3 ს/კ თაფლი
  • 250 გ მარწყვი
  • 2 ს/კ კაკაოს ფხვნილი

მომზადების წესი:

1. ბანანს ქერქი მოაშორეთ. ნაჭრებად დაჭერით. დაჭრილი ბანანი პარკში ჩააწყვეთ. საყინულეში შეინახეთ.

2. მარწყვი კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. ყუნწები მოაშორეთ. თითოეული კენკრა შუაზე გაჭერით. მარწყვი პარკში დააწყვეთ და საყინულეში შეინახეთ.

3. გაყინული ბანანის ნაჭრები გამოიღეთ. ორ დიდ და 1 პატარა ნაწილებად დაყავით. ბანანის მსხვილი ნაწილი დააქუცმაცეთ. 1 ს/კ თხელი თაფლი დაუმატეთ. ერთიანი მასის მიღებამდე დააქუცმაცეთ.

4. ბანანის პატარა ნაწილი და გაყინული მარწყვი აურიეთ. 1 ს/კ თაფლი დაუმატეთ და ერთიანი მასის მიღებამდე დააქუცმაცეთ.

5. ჩოფერის ჭიქაში დარჩენილი ბანანი, კაკაოს ფხვნილი და 1 ს/კ თაფლი მოათავსეთ და კარგად დააქუცმაცეთ.

6. აიღეთ ფორმა და მასში სამი სხვადასხვა სახეობის ნაყინი გადაიტანეთ. საყინულეში ნახევარი საათით გააჩერეთ. მზადაა!

ნაყინის გემოზე ექსპერიმენტები შეგიძლიათ ჩაატაროთ. ჟოლოთი ან მოცვით მოამზადეთ. მთავარია, კენკრის სიტკბოთი იხელმძღვანელოთ, რომ საჭირო რაოდენობის თაფლი დაუმატოთ. არ დაგავიწყდეთ, ბანანი ნაყინის საუკეთესო საფუძველია, რომელიც განუმეორებელ გემოს და საჭირო კონსისტენციას ანიჭებს. ხილის არჩევას პასუხისმგებლობით მიუდექით.