კომბოსტოს მწნილის მოყვარულებმა სიბერე არ იციან – გაინტერესებთ რატომ?

1499

მწნილ კომბოსტოზე ვგიჟდები. ეს საოცარი მწნილი ყველაფერს უხდება გარნირად. ეს პროდუქტი ძალიან სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისთი, ის უამრავ ვიტამინს შეიცავს, რომელიც ჩვენს ორგანიზმს აძლიერებს და აახალგაზრდავებს. ზამთარში ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც ჩვენს იმუნიტეტს დაეხმარება ვირუსების დამარცხებაში.

როგორ დავამწნილოთ კომბოსტო სახლის პირობებში

კომბოსტოს დამწნილების მეთოდები, მართლაც უამრავია – დააქუცმაცეთ 5კგ კომბოსტო, მოაყარეთ 50გ მარილი და მოასხით 100მლ წყალი. დააფარეთ თავსაფარი და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 3 დღე. შემდეგ მწნილი აუცილებლად უნა გადაიტანოთ გრილ ადგილას.

რათა მწნილი მეტად არომატული და გემრიელი გახადონ, დიასახლისები მას ხშირად უმატებემ ვაშლს, კიტრს, მოცვს და ძირას. ყველაზე ხშირად მაინც სტაფილოს ახეხავენ.

მწნილი კომბოსტოს თვისებები

მწნილი კომბოსტო მეტად სასარგებლოა, ვიდრე ცოცხალი. როცა კომბოსტო დუღს, ის გამოყოფს რძემჟავას. ეს ნივთიერება კომბოსტოს ვიტამინებს ანარჩუნებინებს. 1 სუფრის კოვზი მწნილი კომბოსტო შეიცავს ვიტამინ C – იმუნიტეტის ბრონს, ორმაგ დოზა ვიტამინ K და B ჯგუფის ვიტამინებს, რომელიც ადამიანის ნერვული სიტემის მუშაობისთვისაა აუცილებელი.

კარგი ამბავი მათთვის, ვინც უფრთხილდება ფიგურას, – ამ პროდუქტს დიეტოლოგები წონის დასაკლებად ნიშნავენ. რაც მთავარია, რაოდენობრი შეზღუდვა დაივიწყეთ. 100გ მწნილი კომბოსტო შეიცავს 20 კკლ. რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქტს უარყოფითი კალორიულობა აქვს. ესეიგი ორგანიზმი მეტ ენერგიას ხარჯავს ვიდრე საპასუხოდ ღებულობს. იმისათვის, რომ დაიკლოთ ზედმეტი წონა საჭიროა დღეში 50გ მწნილი კომბოსტოს ჭამა საჭმლის მიღებამდე. შედეგი გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.

რძემჟავა გეხმარებათ სიბერის შეჩერებაში და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას თქვენს ორგანიზმში. ამ პროდუქტის მეშვეობით კანი მეტად ხავერდოვანი გახდება. დამწნილებული კომბოსტო ასევე შეიცავს მაგნიუმს, კალიუმს, რკინას და თუთიას.

როგორ მოვამზადოთ ხრაშუნა კომბოსტო

ინგრედეინტები

  • 10კგ კომბოსტო
  • 1კგ სტაფილო
  • 200გ მარილი

მომზადება

1.გაასუფთავეთ და მსხვილად დაჭერით სტაფილო.

2.წვრილად დააქუცმაცეთ კომბოსტო, აწონეთ 200გ მარილი.

3.კომბოსტოს დაუმატეთ სტაფილო და მარილი. ხელით არ გადაურიოთ, რათა კომბოსტომ სიხრაშუნე არ დაკარგოს.

4.შერჩეულ ჭურჭელში მოათავსეთ კომბოსტო და დატკეპნეთ.

5.ქვაბს დააფარეთ თეფში და დაადეთ სიმძიმე.

6.კომბოსტო დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 3 დღე. ყოველ დღე ხის წკირით ჩაჩხვლიტეთ.

7.ამ დროის შემდეგ, შეგიძლიათ კომბოსტო ქილებში გადაანაწილოთ.

გემრიელად მიირთვით!