აუცილებლად გასინჯეთ ეს უგემრიელესი კერძი. ძალიან უცხო და შთამბეჭდავი შედეგისთვის იყავით მზად.
კიტრი მწარე პომიდვრის სოუსში, ძალიან უხდება თევზს და ხორცს.
ინგრედიენტები
- კიტრი 1კგ
- ბულგარული წიწაკა 250გ
- მწარე წიწაკა
- მცენარეული ზეთი 70გ
- პომიდორი 500გ
- ნიორი 4 კბილი
- შაქარი 2 სუფრის კოვზი
- მარილი 1 სუფრის კოვზი
- ძმარი 9% 50მლ
მომზადება
- დაჭერით კიტრი მრგვლად.
- გასუფთავეთ ნიორი, წიწაკა და ბულგარული დააბლენდერეთ.
- მოვამზადოთ პომიდვრის სოუსი. დაჭერით პომიდორი და გაატარეთ ხორცსაკეპში. გადაიტანეთ სქელ ქვაბში.
- აუცილებელია კანი გააცალოთ.
- მიღებულ პომიდვრის მასას დაუმატეთ რაფინირებული ზეთი, ძმარი, მარილი და შაქარი.
- ქვაბი დადგით ცეცხლზე და აადუღეთ 10 წუთი.
- არომატული მასა დაუმატეთ ქვაბში არსებულს.
- მოხარშეთ 10 წუთი.
- ქვაბში ჩაყარეთ დაჭრილი კიტრი, მოურიეთ და მოხარშეთ 5 წუთი ადუღების შემდეგ.
- ხარშვის ბოლოს კიტრი უნდა იყოს ხრაშუნა.
- ცხელი კიტრი გადაანაწილეთ ქილებში და მოასხით პომიდვირს აჯიკა.
- ქილებს მჭიდროდ დააფარეთ თავსაფარი.
გემრიელად მიირთვით!