ამ მეთოდით მომზადებული კიტრის მწნილი არც ისე გავრცელებული და საკმაოდ უჩვეულოა, თუმცა გემოვნური თვისებებით ასეთი მარინადი ნამდვილად გამოიჩევა. ის საშუალებას გვაძლევს ერთდროულად ახალგაზრდა კიტრიც დავამწნილოთ და ოდნავ მომწიფებული კიტრებიც არ მოვაცდინოთ – მათგან მომზადებული “პიურეს” მეშვეობით.
იმ რეცეპტში მოყვანილი რაოდეობის ინგრედიენტებით ორი ცალი 1 ლიტრიანი ქილა გამოგივათ.
ინგრედიენტები
- 1 კილოგრამი ახალგაზრდა კიტრი
- 0.5 ჩაის კოვზი 9%-იანი ძმარი (1 ლიტრიან ქილაზე)
- 1 კილოგრამი კიტრი
- 1.5 სუფრის კოვზი მარილი (1 ლიტრიან ქილაზე)
- 1 ჩაის კოვზი შაქარი
- 6 კბილი ნიორი
- 1 ცალი კამის ქოლგა
- შავი პილპილის 4 ცალი მარცვალი
- 1 ცალი დაფნის ფოთოლი
- მოცხარის, ჟოლოსა და ალუბლის ფოთლები გემოვნებით
მომზადების წესი
1. კიტრი გარეცხეთ და ახალგაზრდებად და მომწიფებულებად დაანაწვერეთ. ახალგაზრდა კიტრები რამდენიმე საათით ცივ წყალში მოათავსეთ დასალბობად. მომწიფებული კიტრები კი გათლეთ (თუ ძალიან სქელი კანი აქვთ) და მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
2. გახეხილ კიტრიან ჭურჭელში შაქარი, მარილი და ძმარი ჩაამატეთ. მოურიეთ და ცოტა ხანს გააჩერეთ.
3. აგრეცხეთ ფოთლები და კამა და დასაწურად დადევით. ნიორი გაარჩიეთ და კბილებად დაანაწევრეთ. ნიიორის კბილები შეგიძლიათ წვრილად დაჭრათ.
4. ლიტრიანი ქილა საგულდაგულოდ გარეცხეთ და მდუღარე გამოავლეთ. ფსკერზე მოათავსეთ ნახევარი პორცია ნიორი და მოცხარის ან ალუბლის რამდენიმე ფოთოლი.
ჰორიზონტალურად ჩაალაგეთ პატარა კიტრები ქილის დაახლებით ნახევრამდე, შემდეგ დააყარეთ გახეხილი კიტრის მასა. ყურადღება მიაქციეთ, რომ მასამ ცარიელი ადგილები კარგად ამოავსოს. კარგად ჩატენეთ.
5. შემდეგ კიტრის მეორე ფენა ჩაალაგეთ. მათზე მოცხარისა და სხვა ფოთლები მოათავსეთ, მოაყარეთ შავი პილპილის მარცვლები, ნიორის პორციის მეორე ნახევარი, დაფნის ფოთოლი და კამის ქოლგა. კვლავ მოაყარეთ გახეხილი კიტრის მასა და ზემოდან ცოტაოდენი თავისუფალია დგილიდ აუტოვეთ.
6. ქილებს დამდუღრული კაპრონის თავსახურები დაახურეთ და ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე დღით დადგით. ამის შემდეგ შეგიძლიათ ქილები შესანახად საკუჭნაოში გადაიტანოთ. 2-3 კვირის შემდეგ თქვენი მწნილი მზად იქნება.
გახეხილი მასა შეგიძ₾იათ სხვადასხვა სოუსებში გამოიყენოთ. ამგვარად მომზადებული მწნილის შენახვა 1 წლის განმავლობაში შეიძლება, გახსნის შემდეგ კი აჯობებს ის რამდენიმე დღეში შეჭამოთ.