გარგრის უგემრიელესი დესერტი, რომლითაც ჩემმა შვილმა გამახარა

1250

რთული საღამოს დასასრული, მხოლოდ გემრიელი დესერტი შეიძლება იყოს. სეზონური ხილით მომზადებული ტკბილეული ნამდვილად შეუცვლელი წამალია უხასიათობასთან ბრძოლაში. დღეს მინდა ასეთი ნამცხვრის საუკეთესო ვარიანტი გაგიზიაროთ!

ინგრედიენტები

  • 100გ კარაქი
  • 6 სუფრის კოვზი შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 250გ არაჟანი
  • 150გ გამაფხვიერებელი
  • 230გ ფქვილი
  • მარილი
  • 350გ გარგარი
  • 100გ შაქრის ფხვნილი

მომზადება

1.პირველ რიგში დარბილებულ კარაქს დაუმატეთ შაქარი და კარგად მოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ კვერცხი და ათქვიფეთ.

2.მიღებულ მასაში ჩაასხით არაჟანი და ათქვიფეთ. მოაყარეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი.

3.გარეცხეთ გარგარი, მოაშორეთ კურკა. არ იჩქაროთ კურკის თავიდან მოშორება და გადაყრა. გააშრეთ და მიიღეთ მისგან თხილი, რომელიც ძალიან უხდება დესერტებს.

4.პერგამენტით ამოფენილ ფორმაში ჩაასხით ცომი და თანაბრად გადაანაწილეთ. ზემოდან დაალაგეთ გარგარი.

5.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთი.

მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. შეგიძლიათ გააფორმოთ ჯემით ან მურაბით, ნაყინიც ძალიან უხდება.

გემრიელად მიირთვით!