კვერცხით, სტაფილოთი და მწვანილით ფარშირებული სკუმბრია: საოცარი შეხამება

1221

სკუმბრია ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ამიტომ მისი რაციონში ჩართვა არ იქნება ურიგო. თანაც ამ თევზისგან უგემრიელესი კერძები მზადდება. სწორედ ერთ-ერთი მათგანის რეცეპტს შემოგთავაზებთ დღეს.

კვერცხით, სტაფილოთი და მწვანილით ფარშირებული სკუმბრია ნოყიერი, არომატული და საოცრად გემრიელი გამოდის. სცადეთ და თავად დარწმუნდებით.

ინგრედიენტები

  • 2 ც სკუმბრია
  • 2 კვერცხი
  • 2 ც სტაფილო
  • 10 გრ ოხრახუში
  • 1 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 10 გრ ბაზილიკი
  • 1 ლიმონი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 1 ნიორი
  • 2 ც წიწაკა ჩილი
  • მარილი, თეთრი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. კარგად გარეცხეთ და გაასუფთავეთ სკუმბრია. გაუჭერით მუცელი. დაასხით სოიოს სოუსი და ლიმონის წვენი, დაუმატეთ მარილი და პილპილი.
  2. გახეხეთ მოხარშული კვერცხი და სტაფილო. დაამატეთ ნახევარი დაჭრილი ოხრახუში და ბაზილიკი.
  3. დატენეთ თევზი შიგთავსით. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, მოათავსეთ სკუმბრია.
  4. დაჭერით წვრილად წიწაკა ჩილი, დაუმატეთ დარჩენილი მწვანილი, მოაყარეთ თევზს მარილთან და პილპილთან.
  5. გვერდზე მოათავსეთ ორად დაჭრილი ნივრის კბილები, რგოლებად დაჭრილი ლიმონი, დააფარეთ ფოლგა. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით.

ამ სრულფასოვან კერძს გარნირი არ სჭირდება. ნოყიერი და არომატული კერძი მზადაა! შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!