ქართული მეთოდით მომზადებული ბადრიჯანი

965

ამ კერძის დანახვისას შეუდარებელი ქართული სამზარეულო მახსენდება. უგემრიელესია, არომატზე რომ არაფერი ვთქვა.

თქვენ უმარტივესი ინგრედიენტები დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები

  • 4 ბადრიჯანი
  • 3 ტკბილი წიწაკა
  • 2 პომიდორი
  • 1 ხახვი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • ოხრახუში და კამა
  • 1 ჩაის კოვზი 9% ძმარი
  • 1 ჩაის კოვზი დაფქული წიწაკა
  • 70მლ მცენარეული ზეთი
  • მცენარეული ზეთი კერძის მოსამზადებლად
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.მოაშორეთ ბადრიჯანს ბოლოები და დაჭერით.

2.მოაყარეთ მარილი და მოურიეთ. ამ მდგომარეობაში დატოვეთ 30 წუთი.

3.გაასუფთავეთ წიწაკა და დაჭერით.

4.ტაფას წაუსვით ცხიმი და მოთუშეთ წიწაკა.

5.დაჭერით ხახვი და მოთუშეთ.

6.წვრილად დაჭერით კამა და ოხრახუში.

7.გამოწურეთ ბადრიჯანი და გაასუფთავეთ ქაღალდის ხელსახოცით. შემდეგ შეწვით მაღალ ცეცხლზე.

8.დაჭერით მწვანილი და პომიდორი. დაჭყლიტეთ ნიორი.

9.დაუმატეთ წიწაკა, პომიდორი, მოთუშული ხახვი, ნიორი, დაფქული წითელი წიწაკა. არ დაგავიწყდეთ მარილი.

10.გააცხელეთ ტაფაზე ზეთი.

11.ზეთი მოასხით სალათს. ვუმატებთ ძმარს და ეგ არის.

12.დაჭერით და გადაანაწილეთ.

გერიელად მიირთვით!