კარტოფილი ფარშით: გემრიელი და ნოყიერი ვახშამი

2122

გემრიელი კერძი კარტოფიილით და ფარშით.

რეცეპტი მარტივია, კერძი შეუდარებეილი. აუცილებლად მოამზადეთ და დააგემოვნეთ.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი 10-12 ცალი
  • ხორცის ფარში 600გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • პომიდვრის პასტა 2 სუფრის კოვზი
  • არაჟანი 1 სუფრის კოვზი
  • წყალი 200მლ
  • მწვანილი
  • მარილი და წიწაკა გემოვენბით

მომზადება

  1. გაასუფთავეთ კარტოფილი, მოაჭერით ზედა თავი და ცენტრში გააკეთეთ ჩაღრმავება.
  2. ღრმა ტაფაზე გააცხლეთ ზეთი.
  3. შეწვით კარტოფილი ზეთში.
  4. გადმოიტანეთ თეფშზე და დაელოდეთ ზედმეტი ცხიმის ჩამოწრეტას.
  5. კარტოფილის მოჭრილი თავები გახეხეთ.
  6. წვრილად დაჭერით ხახვი.
  7. ფარშს დაუმატეთ ხახვი და გახეხილი კარტოფილი.
  8. მოაყარეთ მარილი და წიწაკა, დაუმატეთ კვერცხი.
  9. კარგად მოურიეთ.
  10. კარტოფილი ამოავსეთ ფარშით.
  11. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი.
  12. ფორმაში გამოაცხვეთ ფარშირებული კარტოფილი.
  13. ჯამში მოათავსეთ პასტა და არაჟანნი.
  14. დაასხით წყალი, მოაყარეთ მარილი და მოურიეთ.
  15. კარტოფილს მოასხით მიღებული მასა და დააფარეთ ფოლგა.
  16. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთი.
  17. მოაყარეთ მწვანი და მოასხით გამოყოფილი წვენი.

გემრიელად მიირთვით!