ქათამი არაჟნის სოუსში

1069

ქათმის ფილესგან უამრავი გემრიელი კერძის მომზადება შეიძლება. ქათმის ხორცი თითქმის ყველა ინგრედიენტს უხდება.

განსაკუთრებით გემრიელი გამოდის არაჟნის სოუსთან ერთად. ამ სოუსისგან ქათამი ხდება საოცრად რბილი, დაჰკრავს ნაღბის გემო და საოცარი არომატი. ამ კერძის მომზადება გაცილებით მარტივია მულტისახარშ ქვაბში.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე 3ცალი
  • არაჟანი 250გ
  • მზესუმზირის ზეთი 100მლ
  • შავი წიწაკა
  • ბაზილიკი
  • კაკალი ქინძი
  • კამა
  • დაფნის ფოთოლი
  • მარილი

მომზადება

  1. დაჭერით ქათმის ფილე. ამავლეთ ხორცი სანელებლებში, მოაყარეთ მარილი.
  2. ჩართეთ მულტისახარში ქვაბი ცხობის რეჟიმზე და აირჩიეთ დრო 40 წუთი.
  3. დაასხით მცენარეული ზეთი და შეწვით ქათამი.
  4. დაჭერით ხახვი და დაუმატეთ ხორცს,მოამზადეთ კიდევ 10 წუთი.
  5. დაუმატეთ არაჟანი, დაფნის ფოთოლი, მოურიეთ და მოამზადეთ რეჟიმზე “მოთუშვა”. მზა კერძს მოაყარეთ კამა.

გემრიელად მიირთვით!