სოუსები, რომლებიც კერძს სარესტორნო შედევრად აქცევენ

713

ჰაეროვანი კარტოფილის პიურე ნაღების სოუსით – ეს შეუცვლელი გარნირია ხორცისთვის, თევზისთვის და ფრინველისთვის. ცალკე კერძის სახითაც ძალიან ორიგინალური და ნოყიერია. პიურეს მეტად დახვეწილს ეს სოუსი გახდის.

ალბათ უკვე დიდიხანია დაამთავრეთ სკოლა, მაგრამ სკოლის სასაფილოს კერძების გემო დღემდე გემახსოვრებათ.

ამ სოუსს მართლაც საოცარი ძალა აქვს. უბრალო პიურესაც კი სხვა საფეხურზე აიყვანს.

ინგრედიენტები

  • 1ლ ხორცის ბულიონი
  • 1 სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 100გ პომიდვრის პასტა
  • 50გ ფქვილი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი

მომზადება

  1. მოხალეთ ფქვილი, დაუმატეთ თბილი წყალი, მოურიეთ.
  2. ცალკე მოთუშეთ დაჭრილი ხახვი და სწატფილო. დაუმატეთ პომიდვრის პასტა და მსუბუქათ მოთუშეთ ერთად.
  3. აადუღეთ ბულიონი და ნელ-ნელა მოასხით ფვილის მასას. დაუმატეთ ბოსყნეული და მოთუშეთ 1 საათი დაბალცეცხლზე.
  4. შეგიძლიათ დაუმატოთ მარგარინი

გემრიელად მიირთვით!

სოუსი ქათმით

ინგრედიენტები

  • 250გ ქათმის ფილე
  • 20გ ფქვილი
  • 2 ხახვი
  • 10გ პომიდვრის პასტა
  • 50გ კარაქი
  • 20მლ მცნარეული ზეთი
  • მარილი და სანელებლები

მომზადება

  1. დაჭერით ხორცი.
  2. დააქუცამცეთ ხახვი, გახეხეთ სტაფილო.
  3. მოთუშეთ ხახვი მცენარეულ ზეთში, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
  4. მეორე ტაფაზე მოთუშეთ ფქვილი. ჩაასხით წყალი და აადუღეთ.
  5. ფქვილის მასა მოასხით ხახვს და დატეოვეთ.
  6. შეწვით ფილე კარაქზე.
  7. დაუმატეთ ბოსტნეულს და მოურიეთ. სოუსი აადუღეთ 5-10 წუთი.

ნოყიერი სოუსი საქონლლის ხორცთან

ინგრედიენტები

  • 500გ საქონლის ხორცი
  • 3 სუფრის კოვზი პომიდვრის პასტა
  • 20გ ფქვილი
  • 3 ხახვი
  • 400მლ წყალი
  • დაფნის ფოთოლი
  • მარილი და სანელებლები

დაჭერით ხორცი. დააქუცმაცეთ ხახვი. ცხელ ტაფაზე მოათავსეთ ხორცი და კარგად შეწვით. დაუმატეთ ხახვი. დარბილებულ ხახვს მოაყარეთ ფქვილი და მოურიეთ. დაუმატეთ სანელებლები და მარილი.

მოთუშეთ 10-15 წუთი. დაუმატეთ პომიდვრის პასტა, მოურიეთ. 5 წუთში დაასხით წყალი და აადუღეთ. ასე მოთუშეთ ხორცი 30 წუთი. მოასხით სოუსი პიურეს.

სოუსი სოკოთი

ინგრედიენტები

  • 400გ სოკო
  • 1 ჭიქა ნაღები (15%)
  • 3 სუფრის კოვზი კარაქი
  • 1 ხახვი
  • 1 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 3 კბილი ნიორი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

დააქუცამეცეთ ნიორი და მოთუშეთ ზეთში. დაჭერით სოკო, ნიორთან და ხახვთან ერთად მოთუშეთ. ნახევრად მზა სოკოს მოაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ კარაქი და ნაღები.

მოაყარეთ მარილი და სანელებლები. მოთუშეთ თანაბრად 30 წუთი.

პომიდვრის სოუსი ფარშით

ინგრედიენტები

  • 300გ ფარში
  • 1 ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 2 პომიდორი
  • 1 ჭიქა პომიდვრის წვენი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

მოთშეთ ხახვი და სტაფილო. დაუმატეთ ფარში. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და სანელებლები.

ამასობაში გაასუფტავეთ პომიდორი, დაუმატეთ მზა ხორცს წვენთან ერთად. მოთუშეთ 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!