დაუჯერებელია, მაგრამ ამ პეროგის მომზადებას სულ რაღაც 15-20 წუთი სჭირდება. შარლოტკას შესანიშნავი ალტერნატივა

1987

პეროგები პირველ რიგში შიგთავსის გამო უყვართ და არა იერსახის, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიზუალური მხარე გემოს შესანიშნავად ერწყმის. ფხვიერი ცომის ვაშლის პეროგი ტორტზე უკეთ გამოიყურება და ბევრად იოლად მზადდება. შესანიშნავია ოჯახური ჩაის სმისთვისაც და სადღესასწაულო სუფრისთვისაც.

ნაზი ხაჭოს კრემისებრი მასის შიგთავსი ჩიზქეიქს მოგაგონებთ, ვაშლის შემთხვევაში კი ექსპერიმენტებია შესაძლებელი. თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ დაუმატოთ ქიშმიში ან ნიგოზი.

ინგრედიენტები

  • 450 გრ ხაჭო
  • 200 გრ ფქვილი
  • 200 მლ არაჟანი
  • 100 გრ კარაქი
  • 130 გრ შაქარი
  • 3 კვერცხი
  • 5 გრ გამაფხვიერებელი
  • 50 გრ მანანის ბურღული
  • 4 ც ვაშლი
  • 50 გრ ქიშმიში
  • 50 გრ ნიგოზი
  • 3 ს.კ. კონიაკი
  • დარიჩინი გემოვნებით
  • ვანილი გემოვნებით

მომზადება

1. გარეცხეთ ქიშმიში. დაასხით კონიაკი.

2. შეურიეთ 30 გრ შაქარი, 1 კვერცხის გული, 50 მლ არაჟანი, კარაქი, მოურიეთ, დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მოზილეთ ცომი.

3. ოდნავ გააბრტყელეთ ცომი. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, მოათავსეთ ცომი ისე რომ კედლებზეც გადავიდეს. შედგით მაცივარში 30-60 წუთით.

4. გათალეთ ვაშლი, მოაცილეთ გული. შეურიეთ ქიშმიში და დაჭრილი ნიგოზი, დატენეთ ცომზე მოთავსებული ვაშლები ამ გულსართით. დარჩენილი ნიგვზის მასა წაუსვით ცომს.

5. მოამზადეთ შიგთავსი. ათქვიფეთ ბლენდერით 150 მლ არაჟანი, 100 გრ შაქარი, მანანის ბურღული, კვერცხის ცილა და კიდევ 2 მთლიანი კვერცხი. დაასხით მიღებული მასა ცომს ისე, რომ ვაშლებს ზემოდან არ მოხვდეს.

6. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45 წუთით. მორთეთ პეროგი ნიგვზით და დაჭერით, როცა გაცივდება.

შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი თხილი, ვაშლის ნაცვლად კი მსხალი ან კენკრა გამოიყენოთ. მსგავსი პეროგების რეცეპტები მუდამ ახარებს სიმარტივით, თუმცა, ამ შემთხვევაში, როგორც ხედავთ პატარა საიდუმლოებებია. ასიამოვნეთ ოჯახის წევრები გემრიელი დესერტით, გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!