კარტოფილის ძეხვი სალით: ხორცის ნაწარმის ბიუჯეტური ალტერნატივა ბებიის რეცეპტით

365

თუ ძვირფას სტუმრებს ელოდებით, ძვირადღირებული ძეხვის ყიდვა აუცილებელი არაა, რომ ლამაზი ასორტი გააკეთოთ. უფრო ბიუჯეტური ვარიანტიც არსებობს, რომელიც ახლობლებს სასიამოვნოდ გააოცებს. კარტოფილის ძეხვი სალით შესანიშნავი არჩევანია, თუ ჩვეული ხორცის ნაწარმი უკვე მოგბეზრდათ.

2 კგ კარტოფილით და 400 გ სალით მდიდრული წასახემსებელი გამოვა. იაფი და წარმოუდგენლად გემრიელია! სახლის პირობებში მარტივად მზადდება. რეცეპტი აუცილებლად ჩაინიშნეთ, ნამდვილად გამოგადგებათ.

კარტოფილის ძეხვი სალით: როგორ მოვამზადოთ

ღორის ნაწლავები კარგად მოამზადეთ, რომ უსიამოვნო სუნი მოაშოროთ. ამისთვის კარგად გარეცხეთ და სპეციალურ ნარევში ჩაალბეთ. 2 ლ წყალი და 1 ჭიქა 9%–იანი ძმარი აურიეთ და ნაწლავები 30 წუთით გააჩერეთ. შემდეგ გამდინარე წყალში გარეცხეთ. მზადაა!

ინგრედიენტები:

  • 2 კგ კარტოფილი
  • 400 გ სალა
  • 4 კბილი ნიორი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 250 მლ რძე
  • 300 გ ღორის ხორცი
  • 2 ხახვი
  • 2 ჩ/კ მარილი
  • 50 გ მანანის ბურღული
  • 4 ნაწლავი

მომზადების წესი:

1. სალა პატარა კუბებად დაჭერით, ხორცი – უფრო დიდ კუბებად. ტაფაზე შეწითლებამდე შეწვით.

2. ხახვი გაასუფთავეთ. წვრილად დაჭერით. ხახვი სალას და ხორცს დაუმატეთ და შეწითლებამდე შეწვით.

3. უმი კარტოფილი გათალეთ და წვრილად გახეხეთ.

4. ნიორი გაასუფთავეთ და პრესში გაატარეთ. ნიორი, შემწვარი ინგრედიენტები, მანანის ბურღული, რძე და კარტოფილი აურიეთ. მარილი და წიწაკა დაუმატეთ. ყველა ინგრედიენტს კარგად აურიეთ.

5. ღორის ნაწლავები კარგად გარეცხეთ. ერთი მხრიდან ძაფით შეკარით. ნაწლავების ნახევარი გაავსეთ. მეორე მხრიდან შეკარით.

6. ძეხვები ზეთწასმულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ. მთელ ზედაპირზე ნემსით ან კბილის ჩხირით დაჩხვლიტეთ.

7. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 80 წუთით აცხვეთ.

ძეხვი კარგია იმით, რომ მისი წინასწარ მომზადება შეგიძლიათ. მიკროტალღურ ღუმელში შეგიძლიათ გააცხელოთ ან ტაფაზე შეწვათ. შინაურული ძეხვი კარტოფილით გემოს არ კარგავს.