როგორ მოვამზადოთ კეფირის ყველი

852

რძის პროფუქტები იმიტომ მიყვარს, რომ ისინი უნივერსალურები არიან. ეს პროდუქტი შეგიძლიათ გამოიყენოთ ორიგინალური სახით და ასევე უამრავ კერძში.

დღეს გადავწყვიტე კეფირის ყველი მომემზადებინა.

ინგრედიენტები

  • კეფირი 2ლ
  • ზეითუნის ზეთი 150მლ
  • მარილი, ნივრის ფხვნილი, ბაზილიკი გემოვნებით
  • გამომშრალი პომიდორი გემოვნებით

მომზადება

1.კეფირი მთელი ღამე მოათავსეთ საყინულეში. როცა პროდუქტი გაიყინება, შემოაჭერით შეფუთვა მაკრატლის დახმარებით. 2ლ კეფირისგან თქვენ უნდა მიიღოთ 330გ ყველი.

2.თუშფალანგს გადააფარეთ მარლა. ჩაასხით კეფირი მარლლაში.

3.როცა სითხე ჩამოიწრიტრბა, მიღებული მასისგან კოვზით გააკეთეთ ბურთულები. გემოვნებით მოაყარეთ მარილი.

4.ცალკე ჯამში ჩაასხით ზეთი, მოაყარეთ ბაზილიკი და ნიორი.

5.პომიდორი დააქუცმაცეთ და მოაყარეთ ზეთის მასას. მოურიეთ. ამ მასაში მოათავსეთ ბურთულები და შეინახეთ მაცივარში 2 საათი.