სიცილიური კასატა – დიდებული, ტრადიციული იტალიური დესერტი

1458

კასატა ტრადიციული სიცილიური დესერტია, როელსაც ლიქიორით კარგად დანამული ბისკვიტით, ყველი „რიკოტას“ კრემითა და დაშაქრული ხილისგან ამზადებენ.

ბისკვიტი 

  • 170 გ ფქვილი
  • 1/4 ჩ.კ. მარილი
  • 6 კვერცხი (ცილა და გული განცალკევებული)
  • 250 გ შაქარი
  • 1/2 ლიმონის ცედრა
  • იტალიური ლიქიორი “სტრეგა” ან მშრალი ღვინო “მარსელა” (დასანამად)

გულსართი

  • 1.5 კგ ყველი რიკოტა (გაწურული)
  • 2 ჭიქა შაქარი
  • 120 მლ ნაღები
  • 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 1 ჭიქა შავი შოკოლადის ჩიფსი

მარციპანი და მომინანქრება 

  • 60 გ გლუკოზა
  • 2 ს.კ. წყალი
  • 4 ჭიქა (600 გ) შაქრის პუდრი
  • 350 გ ნუში (წმინდად დაფქული)
  • 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 1/2 ჩ.კ. ნუშის ექსტრაქტი (ესენცია)
  • მწვანე საკვები საღებავი
  • 1 კვერცხის ცილა
  • ლიმონის ახალგამოწურული წვენი
  • დაშაქრული ხილი (გასაფორმებლად)

მომზადების წესი:

  1. ბისკვიტი. ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ. ტორტის საცხობ ფორმას (25 სმ) კარაქი წაუსვით. ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
  2. ფქვილი და გამაფხვიერებელი ჯამში გაცერით.
  3. კვერცხის გული და ლიმონის ცედრა ათქვიფეთ გათეთრებმადე და გასქელებამდე.
  4. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა გამკვრივებამდე. ფქვილისა და კვერცხის გულის ნარევი ერთმანეთს შეურიეთ. ფრთხილად შეათქვიფეთ ბეზე. მიღებული მასა გამზადებულ ფორმაში გადაიტანეთ და კოვზით მოასწორეთ.
  5. აცხვეთ 35-45 წუთის განმავლობაში. ფორმაში გააჩერეთ დაახლოებით 10 წუთი, შემდეგ ცხაურზე გადმოიტანეთ და ბოლომდე გააცივეთ. ძირიდან ფრთხილად მოაშორეთ ქაღალდი.
  6. გულსართი. რიკოტა, შაქარი, ნაღები და ვანილი ჯამში ათქვიფეთ ერთგვაროვანი კრემისებური მასის მიღებამდე. კოვზით აურიეთ შოკოლადის ჩიფსები.
  7. ბისკვიტი ჰორიზონტალურად ორ თანაბარ ნაწილად გაჭერით. ეცადეთ, ბისკვიტი ისე გაჭრათ, რომ ღრმულები არსად ჰქონდეს. თითოეულ ფენას ფუნჯით ლიქიორი ან ღვინო გადაუსვით.
  8. ბისკვიტის ცენტრში “რიკოტა” კოვზით მოუსვით, გაფრთხილდით, რომ ყველი გვერდებზეც არ წაესვას. ზედაპირი მოასწორეთ და ბისკვიტის მეორე ფენა დაადეთ. ფუნჯით ლიქიორი გადაუსვით.
  9. ნამცხვარს ფოლგა დააფარეთ, თეფში დაადეთ და ფრთხილად დააწექით ბისკვიტის ფენებს. 4 საათით ან მთელი ღამით მაცივარში მოათავსეთ.
  10. მარციპანი. გლუკოზა წყალში გახსენით. 350 გ შაქარი, ნუში, ვანილი და ნუშის ექსტრაქტი კარგად ათქვიფეთ. ამ მასას შეურიეთ მწვანე საღებავი (ღია მწვანე უნდა მიიღოთ).
  11. შაქარმოყრილ მაგიდაზე გადმოიღეთ და მოზილეთ დარბილებამდე. გააბრტყელეთ და ისეთი ფორმა მიეცით, რომ ნამცხვარს გადაეფაროს.
  12. მომინანქრება. დარჩენილი 250 გ შაქარი, კვერცხის ცილა და ლიმონის წვენი ათქვიფეთ თეთრი მკვრივი ბეზეს მიღებამდე.
  13. ბისკვიტი ფორმიდან ამოიღეთ და თეფშზე გადაიტანეთ. ზედაპირზე მინანქარი მოასხით. მწვანე მარციპანი გვერდებზე შემოახვიეთ. ზედაპირი დაშაქრული ხილით გააფორმეთ.
  14. მირთმევამდე მაცივარში გააცივეთ.