იტალიური სალათის რეცეპტები

1596
Products for pizza

ზაფხული იტალიაში პირველ რიგში ასოცირდება ზღვასთან. სუფთა წყალი, ლამაზი ხალხი, მზე და მარილიანი ზღვის ჰაერი ერთიანდებიან და ქმნიან საოცარ ემოციას. ზღვა და ზაგარი უსიტყვოდ, ნებისმიერი ზღვისპირა კურორტის განუყოფელი ნაწილია. მაგრამ თუ საქმე ეხება იტალიას, მისი სამზარეულოს არ განხილვა ძალიან დიდი დანაშაული იქნება.

იტალიელები პიცისა და მაკარონის გარდა საკმაოდ ბევრ რამეს მიირთმევენ. იტალიელი დიასახლისები იყენებენ რეცეპტებს, რომლის დახმარებითაც ყოველდღიურად ამზადებენ ერთმანეთისაგან განსხვავებულ, უგემრიელეს კერძებს.

რატომაც არა, თუ ეს სასარგებლოა და უსაფრთხოა თქვენი ფიგურისთვის. პარმეზანი, მაკარონი, გამომშრალი პომიდორი და ზღვის პროდუქტები. მზადებისას ეს პროდუქტები ქმნიან გემოების სიმფონიას.

განსაკუთრები ეს ინგრედიენტები ერთმანეთს ცხელს სალათში ერწყმიან. რომანტიკული საუზმე ზღვის პირას და ფინჯანი არომატული ყავა, რომელიც მთლიანად შეგიცვლით განწყობას.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე ცხელი სალათის რეცეპტს, რომელიც სპეციალურად თქვენთვის პირდაპირ იტალიიდან ჩამოვიტანეთ.

კლასიკური იტალიური რეცეპტები

სალათი მაკარონითა და ავოკადოთი

მოხარშულ მაკარონს უნდ დაუმატოთ დაჭრილი ავოკადო და ოხრახუში. დაუმატეთ ცოტაოდენი გამომშრალი პომიდორი. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი და მოასხით ბალზამირებული ძმარი.

სალათი კარტოფილითა და ორაგულით

წვრილი კარტოფილი გაუთლელად, ღუმელში გამომცხვარი, გადაალაგეთ სასალათეში. მას დაუმატეთ საშუალოდ დამარილებული ორაგულის ნაჭრები, სალათის ფურცელი და ნახევრედ მოხარშული კვერცხი. გააფორმეთ ზეთისხილით. სამათი მზად არის!

სალათი შემწვარი ყველითა და ბოსტნეულით

გააკეთეთ სალათის მიქსი რუკოლიით, პომიდორით, წიწაკით და კიტრით. დაუმატეთ გრილზე შემწვარი ყველი ჰალუმი. სალათს მოასხით ბალზლამირებული ძმარი და ზეითუნის ზეთი.

სალათი კარტოფილით, რვაფეხითა და ბოსტნეულით

მოხარშეთ და დაჭერით კარტოფილი. ჩაყარეთ სასალათეში და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი წიწაკა, მოხარშული მწვანე ლობიო და გამომშრალი პომიდორი. ზემოდან დაალაგეთ შემწვარი რვაფეხის ნაჭრები. ზეითუნის ზეთი – გემოვნებით.

სალათი ბადრიჯნითა და მოცარელით

ბადრიჯანის ნაჭრები შეწვით ტაფაზე. დაუმატეთ წითელი ხახვი, ისპანახი და მოცარელა. მოასხით ზეითუნის ზეთი და გემოვნებით მოაყარეთ იტალიური სანელებლები.

სალათი თბილი მაკარონით და კაპერსით

მოხარშეთ ნებისმიერი (მოკლე) მაკარონი. დაუმატეთ კაპერსი, ყველი” გრენა პადანო ან პარმეზანი, რუკოლა და გამომშრალი პომიდორი. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და დაფქული წიწაკა.

დიდ ქალაქებში მცოვრებ ადამიანებს შეუძლიათ შეიძინონ პროდუქტის უმეტესობა სპეციალიზირებულ მაღაზიებში. ამიტომაც ნამდვილი იტალიური კერძის შექმნა ძალიან მარტივია. თუ რთული ინგრედიენტები ხელის ახლოს არ მოგეპოვებათ, ყოველთვის შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ისინი, რაიმე მარტივით.

როგორც ნახეთ ამ სალათების მომზადება ძალიან მარტივია. ეს არის სწრაფი, გემრიელი კერძი, რომელიც საერთოდ არ შეეხება თქვენს ფიგურას. მოამზადეთ და ისიამოვნეთ მზიანი იტალიის საუცხოო კერძებით. Buon appetito!

ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ ორაგულის სალათით, უკვე მოვასწარით მომზადებაც და დაგემოვნებაც. ამ ჩამონათვალიდან, რომელი მოგეწონათ თქვენ?