ინსტრუქცია: როგორ მოვამზადოთ ციფრების ფორმის ტორტი

თუ საიუბილეო ტორტის მომზადების რთული მისია გაკისრიათ და მასზე ტექტის დაწერისას გავრცელებული შეცდომების დაშვების გეშინიათ, შეგიძლიათ წარწერის გაკეთების ნაცვლად ურალოდ ციფრების ფორმის ტორტის მომზადება არჩიოთ, ის შესანიშნავი საჩუქარი იქნება იუბილარისთვის. ამ სტატიაში დეტალური ინსტრუქცია მოგიმზადეთ. ისღა დაგრჩენიათ საჭირო ინგრედიენტები მოუყაროთ თავიდ ა მომზადებას შეუდგეთ!

ინგრედიენტები ერთი ფენისთვის

  • 50 გრამი თაფლი
  • 100 გრამი შაქარი
  • მეოთხედი ჩაის კოვზი მარილი
  • 100 გრამი კარაქი
  • 350 გრამი ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 1 ცალი კვერცხი
  • 5 წვეთი ძმარი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 220 გრამი ყველი
  • 300 გრამი შაქრის პუდრა
  • 200 გრამი კარაქი

მომზადების წესი

1. აიღეთ ალუმინის სქელძირიანი ქვაბი და მასში კვერცხი, თაფლი და შაქარი გათქვიფეთ, დაუმატეთ მარილი, კარაქი და ძმრით ჩამქრალი სოდა. აანთეთ ქურა დაბალ ცეცხლზე და მუდმივი რევით ქვაბში არსებული ინგრედიენტები გაალღვეთ. ნუ მიიყვანთ ადუღებამდე, გადმოდგით ნარევი ცეცხლიდან და გააცივეთოთახის ტემპერატურამდე. ამის შემდეგ ქვაბში ფქვილის ნელ-ნელა დამატება დაიწყეთ.

გაითვალისწინეთ, რომ რეცეპტში არსებული ინგრედიენტების სია განკუთვნილია მხოლოდ 1 ცალი ფენისთვის, ამ ინგრედიენტების რაოდენობა იმდენზე უნდა გადაამრავლოთ რამდენი ცალი ფენის გამოცხობაც გსურთ. მაგალითად: თუ 4 ფენას აცხბთ 50 გრამი თაფლის ნაცვლად 200 გრამი თაფლი დაგჭირდებათ.

2. მოზილეთ წებოვანი, ერთგვაროვანი ცომი და იმდენ ნაწილად დაყავით რამდენ ფენასაც აცხობთ.

3. შემდეგ ცომის ყველა ნაწილი გააბრტყელეთ საშუალო ზომის მრგვალ ფენად და ცელოფანი გადააფარეთ.

მას შემდეგ რაც ამ პროცედურას ცომის ყველა ნაწილთან გაიმეორებთ, ცმები მაცივარში 6-8 საათით შედეთ.

4. იმისთვის, რომ ციფრები თანაბარი ზომის გამოვიდეს – ქაღალდის შაბლონი გამოიყენეთ. დაადევით ქაღალდით გამოჭრილი ციფრი გაბრტყელებულ ცომს და გვერდები შემოაჭერით.

5. შემდეგ ჟარუნაზე საცხობი სილიკონი დააფინეთ, მოათავსეთ ზედ თქვენი გამოჭრილი ციფრი და წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში აცხვეთ – 15 წუთი.
ცომის ნარჩენებისგან შეგიძლიათ ორცხობილა გამოაცხოთ რომელსაც შემდეგ ტორტის მორთვისას გამოვიყენებთ.

6. როდესაც ყველა ფენას გამოაცხობთ კრემის მომზადებაზე გადადით. ათქვიფეთ კვერცხი მიქსერის მეშვეობით. ყველი ცალკე ათქვიფეთ, შემდეგ კი შაქრის ფხვნილი და დარბილებული კარაქი შეურიეთ.

7. ფენები ფრთხილად მორთეთ კრემი და ერთმანეთზე დაალაგეთ, მოახდინეთ ტორტის ფორმირება.

ბოლოს თქვენი საზეიმო დესერტი ახალი ხილით, კენკრითა დკრემით მორთეთ. იმედი გვაქვს თქვენი ტორტი იუბილარსა და სტუმრებს აღაფრთოვანებს და მათ პოზიტიურ მოგონებებს დაუტოვებს.