თევზის შესანიშნავი წვნიანი კოტლეტები

1098

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ მეგა-გემრიელი თევზის კოტლეტების რეცეპტს, რომლებიც აუცილებლად მოგეწონებათ. ისინი წარმოუდგენლად ფაფუკი, გემრიელი, წვნიანი და მადისაღმძვრელია, ამიტომ მასზე უარის თქმას ვერავინ შეძლებს.

თევზის კოტლეტები არა მხოლოდ უფროსებს, პატარებსაც ძალიან უყვართ. მათი მომზადება ძალიან მარტივია, ამიტომ გირჩევთ შეინახოთ რეცეპტი და აუცილებლად მოამზადოთ იგი.

ინგრედიენტები

  • 1 კგ ნებისმიერი თევზი
  • 1 ც კვერცხი
  • 2 ს.კ. მაიონეზი
  • 50 მლ რძე
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
  • ხმელი ნიორი გემოვნებით

მომზადების წესი

პირველ რიგში აადუღეთ წყალი. შემდეგ მასში მოათავსეთ წინასწარ გაწმენდილი თევზი და მოხარშეთ. როგორც კი თევზი მოიხარშება, დაღვარეთ წყალი და დატოვეთ თევზი, სანამ მთლიანად გაცივდება.

შემდეგ ფილეს გამოაცალეთ ძვლები და ხორცის მანქანაში გაატარეთ. გადაიტანეთ ცალკე თასში. 50 გრ გახუხული პურის ნამცეცებს დაასხით ცოტაოდენი რძე და ცოტა ხნით გააჩერეთ. შემდეგ კი თევზის ფარშს დაუმატეთ.

მიღებულ მასას დაუმატეთ მარილი, შავი პილპილი და კვერცხი, კარგად მოურიეთ ხელით. შემდეგ დაუმატეთ მაიონეზი და კვლავ მოურიეთ. ცოტაოდენი გამხმარი პურის ნამცეცები ცალკე თასში მოათავსეთ.

თევზის ფარშისგან გააკეთეთ პატარა კოტლეტები და პურის ნამცეცებით დაფარეთ ორივე მხარე. შემდეგ შეწვით კოტლეტები მცენარეულ ზეთში.

სულ ესაა, თევზის უგემრიელესი კოტლეტები მზადაა. გემრიელად მიირთვით!