თუ თქვენს ბავშვს თევზი არ უყვარს, ესეიგი ამ კერძის დახმარებით შეუყვარდება.
უგემრიელესი თევზი ცომში, რომელშიც ვერცერთ ფხას ვერ იპოვიან ბავშვები.
ზღვის თევზი, რომელიც შეიცავს ფოსფორს და ცილას. ცხიმიანობის ნაკლებობის გამო დიეტისას ხშირად მიირთმევენ.
ინგრედიენტები
- 200გ თევზის ფილე ქერქის გარეშე
- 20გ ფქვილი
- 15გ სიმინდის სახამებელი
- კვერცხი
- მარილი, შავი წიწაკა გემოვნებით
- ზეთი
მომზდება
1.გარეცხეთ და გაასუფთავეთ თევზი.
2.დაჭერით თევზი წვრილად და გაატარეთ ხორცსაკეპში.
3.ფარშს დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები: კვერცხი, სახამებელი, ფქვილი და სანელელები.
4.გააცხელეთ ტაფა და ზეთი.
5.კოვზით დაასხით ოლადები ტაფაზე.
6.მზა ოლადები მოათავსეთ ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.
ამ კერძს ძალიან უხდება პომიდორი და კიტრი.
გემრიელად მიირთვით!