ხაჭოს კონვერტები ვაშლით – რომელიც შემოდგომას ამშვენებს

497

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 150გ ხაჭო
  • 75გ შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 250გ ფქვილი
  • 6 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 2გ ვანილი
  • მწიკვი მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 2 ვაშლი
  • 100გ შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 30გ სიმითის მარცვლები

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათავსეთ ხაჭო, შაქარი, მარილი, კვერცხი, ვანილი და ჩაასხით ზეთი. კოვზით მოურიეთ.

2.ცალკე ჯამში მოათავსეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი. დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები ხაჭოს მასას. მოურიეთ და მოზილეთ ცომი. შეინახეთ მაცივარში 30 წუთი.

3.გარეცხეთ ვაშლი, მაგრამ არ გათალოთ. დაჭერით ვაშლი თხლად.

4.ღრმა ჯამში მოათავსეთ დარიჩინი და შაქარი. ამოავლეთ ამ მასაში ვაშლი და კარგად მოურიეთ.

5.გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი. ცომი გამოიტანეთ მაცივრიდან დაამუშავეთ ხელით 5 წუთი.

ცომი გაყავით 2 ნაწილად. გააბრტყელეთ თითოეული. დანით გაყავით 8 ნაწილად. კონვერტის ფართე ნაწილზე მოათავსეთ 3-4 ვაშლი. გადაახვიეთ კონვერტები.

6.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი.

7.გემრიელად მიირთვით!