როგორ მოვამზადოთ ორფერა შოკოლადის ჭიქები შიგთავსით

585

ძალიან მინდა ჩემი ახლობლები, რაიმე ორიგინალური დესერტით გავაოცო. ეს ინდა იყოს, რაიმე განსხვავებული, გემრიელი და ძალიან მარტივი.

ამ დესერტის მოსამზადებლად ორი მთავარი ინგრედიენტი დაგჭირდებათ. აირჩიეთ ხარისხიანი შოკოლადი და დესერტი ნამდვილად გამოგივათ.

ინგრედიენტები

  • რძიანი შოკოლადი 200გ
  • კენკრა გემოვნებით
  • თეთრი შოკოლადი 200გ
  • ნუტელა გემოვნებით

მომზადება

1.ცალ-ცალკე გაალღვეთ რძიანი და თეთრი შოკოლადი.

2.აიღეთ სილიკონის ფორმები და წაუსვით შოკოლადი. მოათავსეთ მაცივარში 30 წუთი.

3.წაუსვით კიდევ ერთი ფენა ამავე მეთოდით და შეინახეთ მაცივარში 30 წუთი.

4.ფრთხილად მოხსენით სილიკონის ფორმები. ამოავსეთ შოკოლადით და კენკრით.

გემრიელად მიირთვით!