ვამზადებ გადაბრუნებულ ვაშლის პეროგს ტაფაზე 20 წუთში

1138

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ვაშლის პეროგის სწრაფ და მარტივ რეცეპტს. აუცილებლად სცადეთ, როცა ტკბილეული მოგენატრებათ.

ინგრედიენტები:

  • 2 ტკბილ–მჟავე ვაშლი
  • 1 ნაჭერი კარაქი
  • 20 მლ წყალი
  • 20 მლ ლიმონის წვენი
  • 20 გრ შაქარი და დარიჩინი
  • 200 გრ არაჟანი
  • 50 გრ კარაქი
  • 130 გრ ფქვილი

მომზადების წესი:

  1. ვაშლი თხელ ნაჭრებად დაჭერით.
  2. ტაფაზე კარაქი გაადნეთ და ვაშლის ნაჭრები ჩააწყვეთ. აურიეთ, წყალი და ლიმონის წვენი დაასხით. შაქარი და დარიჩინი მოაყარეთ.
  3. თავსახური დაახურეთ და ვაშლის დარბილებამდე შეწვით.
  4. კვერცხი, შაქარი და ვანილი აურიეთ.
  5. არაჟანი და რბილი კარაქი დაუმატეთ. მასა სათქვეფით ათქვიფეთ.
  6. გაცრილი ფქვილი დაუმატეთ და ცომს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  7. მიღებული ცომი ვაშლს მოასხით, თავსახური დაახურეთ და კიდევ 13 წუთით სუსტ ცეცხლზე წვით.
  8. თეფშით პეროგი გადააბრუნეთ და რამდენიმე წუთით მეორე მხარეს შეწვით.
  9. სურვილის შემთხვევაში ცხიმიანი არაჟანი შაქრის ფხვნილთან ერთად ათქვიფეთ და მიღებული კრემი პეროგს ზემოდან წაუსვით. ვაშლის ტორტი გამოვა.

გემრიელად მიირთვით!