თითქოს ხორციანი კატელეტის მომზადებაში რთული არაფერია, თუმცა მომზადებისას ის ზოგს ეშლება, ზოგს კი ზედმეტად მაგარი გამოსდის. ამ სტატიაში მათ მომზადებასთან დაკავშირებულ რამდენიმე რჩევას წაიკითხავთ, რომლებიც თქვენი კერძის უნაკლოდ მომზადებაში დაგეხმარებიან.
როდესაც კატლეტის მომზადებას დაიწყებთ – ფარშში მდოგვის ფხვნილი ან მდოგვის მარცვლები დაუმატეთ – 1 სუფრის კოვზი მთელს ფარშზე. ამ ხერხის მეშვეობით კერძ უფრო ნაზი გამოვა.
როგორ მოვამზადოთ გემრიელი კატლეტი:
1. წვნიანი კატლეტის მისაღებად
ნუ შეიძენთ მზა ფარშს, აჯობებს ხორცი თავად აარჩიოთ – ზურგის, კისრის, მკერდის და სხვა რბილი ნაჭრებიდან. სანამ ფილეს ხორცის საკეპში გაატარებთ არ დაგავიწყდეთ მისი კარგად გასუფთავება – მოაცილეთ ძვლები, ხრტილები, ძარღვები და სხვა ზედმეტობები. აჯობებს ცხიმიანი ღორის ხორცი გამოიყენოთ, სწორედ ის შესძენს კერძს სისველეს.
სტანდარტული პროპორცია: 1/2 კგ ღორის ხორცი ან 1 კგ ძროხის ხორცი 250 გრამი ქონი. კატლეტი შეიძლება ცხვრის, ხბოს, ქათმის, ინდაურის ან სხვა ტიპის ხორცისგანაც დაამზადოთ. ხორცი უნდა გაატაროთ საშუალო ზომის ბადეში.
2. საჭიროა თუ არა კვერცხის დამატება
რა თქმა უნდა საჭიროა. მთავარია არ გადააჭარბოთ და 1 კგ ხორცზე – 2-3 ცალზე მეტი არ გამოიყენოთ. 1 კილო ხორცზე 200 გრამი ხახვი დაგჭორდებათ – წინასწარ მოთუშული და გაცივებული რაგდან უმმა ხახვმა შეიძლება მოწვა ვერ მოასწროს და კოტლეტს მძაფრ გემოს მისცემს. შეგიძლიათ ხახვი ხორცთან ერთად გაატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში.
3. პური უმნიშვნელოვანესი კომპონენტია
პური ეკონომიისთვის განკუთვნილი ელელემენტი არ გახლავთ. მის გარეშე კატლეტი რბილი და ნაზი აღარ გამოვა.
მნიშვნელოვანია სწორი პროპორციის შენარჩუნება. 1 კილოგრამ ხორცზე გამოიყენეთ 250 თეთრი პური და 300-400 გრამი რძე ან წყალი (ხორცის კატლეტის შემთხვევაში ნაკლები პური და რძე დაგჭირდებათ).
გამოიყენეთ გუშინდელი ან ოდნავ გამომშრალი პური. მოაცილეთ ქერქი, დაჭერით და ცივ რძეში ან წყალში დაასხველეთ. როგორც კი პური გაფუვდება კარგად მოზილეთ და აურიეთ ფარშთან. პურის ნაწილი შეგიძლიათ გახეხილი კარტოფილით, გოგრით ან სხვა ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ.
მიღებული ფარში კარგად შეაზავეთ სუნელებით და მწვანილით, დაუმატეთ მარილი (ნუ გასინჯავთ უმ ხორცს, ეს ჩვევა დიასახლისების მოწამვლის ყველაზე ხშირი მიზეზია).
4. სწორი შეზავება
მომზადებულ ფარშს ცელოფანი გადააფარეთ და ნახევარი საათით მაცივარში შედგით რათა პურმა წვენი შეიწოვოს. შემდეგ კიდევ ერთხელ მოურიეთ მასას. ამის შემდეგ ცივ წყალში დაისველეთ ხელი და დაიწყეთ კატლეტების დამზადება.
შეგიძიათ ის რამეშიც ამოვლოთ, ასე ფარში უფრო სველი იქნება. დიასახლისების უმეტესობა მაღაზიაში შეძენილ საფანელს იყენებს ზოგი კი თავად ამზადებს მათ. შეგიძიათ ამოსავლებად ფქვილი ან სეზამის მარცვლებიც გამოიყენოთ.
კატლეტის სავლებად ლიეზონსაც ამზადებენ: 3 ცალი კვერცხი ათქვიფეთ მარილთან და 1-2 სუფრის კოვზ რძესთან ან წყალთან ერთად. კატლეტი ჯერ ფქვილში ამოავლეთ, შემდეგ კი ლეიზონში და მხოლოდ ამის შემდეგ ამოავლეთ საფანელი.
5. შეწვის განსაკუთრებულობები
კატლეტის შეწვა სირთულეს არ წარმოადგენს, მთავარია კარგად გაცხელებულ ტაფაზე დადოთ.
დატოვეთ ადგილი კატლეტებს შორის და ერთმანეთს ნუ მიაწებებთ. როგორც კი გვერდი მოებრაწება, დაუწიეთ ცეცხლს, თავი დაახურეთ და ისე გააგრძელეთ შეწვა. აჯობებს კატლეტი ხშირად არ ატრიალოთ.
შეწვის გარდა კატლეტი შეგიძლიათ ორთქლზეც მოამზადოთ.