ამ დესერტის დიზაინი დღემდე მხიბლავს.
გემრიელი, ნაზი, არომატული და ძალიან ლამაზი!
ბავშვებს ძალიან მოსწონთ!
ინგრედიენტები
- შაქარი 200გ
- წყალი 100მლ
- მარწყვი 8-10 ცალი
- მანდარინი 3-4 ცალი
მომზადება
1.გაასუფთავეთ მანდარინი და მარწყვი. ხილი წამოაცვით წკირებზე.
2.ქავში მოათავსეთ შაქარი და წყალი, აადუღეთ სიროფი.
3.სიროფი წყალში ჩასხმისას უნდა ქვავდებოდეს.
4.ამოავლეთ ხილი და შეინახეთ მაცივარში 10 წუთი.
გემრიელად მიირთვით!