როდესაც ორგანიზმს ვიტამინების მიღება სასწრაფოდ სჭირდება, არსებობს სინთეთიკურ დანამატებზე ბევრად უკეთესი რამ. კომბოსტო (განსაკუთრებით მწნილი ან დამარინადებული) ვიტამინების უმდიდრესი საბადოა! გთავაზობთ კომბოსტოს ხემსის სწრაფ რეცეპტს. ის შესანიშნავად ინახება მაცივარში და დღის განმავლობაში კიდევ უფრო გემრიელი ხდება.
მარინადისთვის გირჩევთ 9%-იან ძმარს, თუ მსგავსი არ მოგეპოვებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ 1 ს.კ. ძმრის ესენცია (70%). პიკანტურობისთვის დაუმატეთ შავი პილპილის კაკლები, დაფნის ფოთოლი და მიხაკის 2 თავი.
ინგრედიენტები
- 2-3 კგ კომბოსტო
- 2-3 ც სტაფილო
- 1,5 ლ წყალი
- 2 ს.კ. მარილი
- 9 ს.კ. შაქარი
- 5-6 კბ ნიორი
- 200 მლ ძმარი
- 1 ჩ.კ. შავი პილპილი
მომზადება
1. დაჭერით კომბოსტო 8-10 ნაწილად, გახეხეთ სტაფილო, დაჭერით წვრილად ნიორი.
2. წყალში გახსენით მარილი, შაქარი და პილპილი. წამოადუღეთ, შემდეგ ცოტათი გააცივეთ და ჩაასხით ძმარი.
3. მოათავსეთ კომბოსტო მოხერხებულ ჭურჭელში, დაუმატეთ სტაფილო და ნიორი. დაუმატეთ მარინადი და კარგად მოურიეთ. როცა კომბოსტო გაცივდება, შედგით მაცივარში. დღე-ღამის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ.
მირთმევამდე დაჭერით კომბოსტო უფრო წვრილად. შეგიძლიათ შეანელოთ ზეთით და მწვანილით. ვიტამინებით სავსე სალათი მზადაა! გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!