დაქუცმაცებული ღვიძლის ოლადები

426

დიასაზლისებს გონიათ, რომ ქათმის ღვიძლი რთული მოსამზადებელია. დღეს მე საპირისპიროს დამტკიცებას ვაპირებ. 10 წუთში უგემრიელეს ოლადებს მოვამზადებ.

წვნიანი გულსართი და ხრაშუნა ზედაპირი ხდის ოლადებს იდეალურს. გარნირი თავად აირჩიეთ: წიწიბურა, ბრინჯი, ბოსტნეული ან კარტოფილი.

ინგრედიენტები

  • ქათმის ღვიძლი 1კგ
  • ხახვი 1 ცალი
  • სახამებელი 100გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • მარილი და შავი წიწაკა
  • მზესუმზირის ზეთი

მომზადება

1.წვრილად დაჭერით ხახვი და ღვიძლი. ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ მარილი, წიწაკა და მოურიეთ. მოაყარეთ სახამებელი და ათქვიფეთ.

2.ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და შეწვით ოლადები ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!