სალათა “საახალწლო”: იმდენად სწრაფად მიირთმევენ, რომ ზედმეტი არასოდეს არის.

2184

დამეთანხმებით რომ სადღესასწაულო სუფრის საუკეთესო გაფორმება – გემრიელი და უჩვეულო სალათაა. დაწმუნებული ვარ ჩემი ოჯახის მსგავსად თქვენთანაც ყველას უყვარს ნაზი და მრავალფერიანი სალათები. ჩემს ოჯახში კი განსაკუთრებულად შეიყვარეს ქათმისა და სოკოს უგემრიელესი სალათა. გულახდილად რომ გითხრათ ის ოლივიეზე მეტადაც გვიყვარს.

სალათა ქათმითა და სოკოს მარინადით

დღეს გასტრონომიას რედაქციის სახელით მინდა მოგიყვეთ მისი მომზადების შესახებ. დამერწმუნეთ უკმაყოფილო არავინ დარჩება.

ინგრედიენტები:

  • 300 გრ ქათმის ხორცი
  • 300 გრ სოკოს მარინადი
  • 250 გრ კარტოფილი
  • 30 გრ ხმელი ყველი
  • 100 გრ მაიონეზი
  • 5 კვერცხი
  • ერთი კონა მწვანე ხახვი
  • ერთი კონა კამა
  • მარილი გემოვნებით
  • ძახველის მარცვლები ან ბროწეულის რამოდენიმე მარცვალი

მომზადების წესი:

1. ქათმის ხორცი მოხარშეთ და დაჭერით პატარა კუბებად. შეგიძლიათ გამოიყენოთ ქათმის ფეხი ან ბარძაყის ხორცი, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ფილეც.

2. კვერცხი და კარტოფილი ასევე უნდა მოხარშოთ. შემდეგ კარტოფილი გახეხეთ წვრილ სახეხზე. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ და ცალ-ცალკე გახეხეთ პატარა სახეხზე. მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად,  სოკო კი პატარა კუბებად.

3. ახლა დროა სალათას აწყობას შევუდგეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ სერვირების რკალი, თუკი არ მოგეპოვებათ მაშინ გამოიყენეთ ჩვეულებრივი სასალათე. პირველ ფენად განალაგეთ კარტოფილი, გაათანაბრეთ და დატუმბეთ, სურვილისამებრ შეგიძლიათ მოაყაროთ ცოტა მარილიც. შემდეგ – მაიონეზის ბადე.

4. შემდეგი ფენა — მწვანე ხახვი, შემდეგ კი სოკო.ზემოდან კვლავ მაიონეზის ბადე.

5. შემდეგი ფენა კვერცხის გულით, შემდეგ ქათმის ხორცი. კიდევ ერთხელ კარგად გავათანაბროთ და დავტუმბოთ(დავპრესოთ), შევავსოთ ფენა, შემდეგ კი წაუსვით მაიონეზი. ზემოდან აკურატულად მოაყარეთ გახეხილი ცილა და ყველი. სალათა მოათავსეთ მაცივარში 12 საათით.

6. 2 საათის შემდეგ გამოდგით მაცივარიდან, მოხსენით სერვირების რკალი, მორთეთ კამას ტოტებითა და ძახველის (ან ბროწეულის) მარცვლებით. შეგიძლიათ მიიტანოთ სუფრაზე.

გარდა იმისა, რომ სალათა ძალიან ნოყუერი და გემრიელი გამოდის, ის ფორმასაც შესანიშნავად ინარჩუნებს რაც დამეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანია სადღესასწაულო სუფრისთვის, მარტივად იჭრება ნაჭრებად. ეს სალათა არასოდესაა საკმარისი ამოტომაც მუდმივად დამატებითი მარაგით ვამზადებ, მინიმუმ ორ პორციად. ის აუცილებლად დაიმსახურებს ადგილს თქვენს საახალწლო სუფრაზე, თქვენც აუცილებლად მოგეწონებათ.