მესაქონლეებისთვის ყველი იყო რძის შენახვის გახანგრძლივების მეთოდი. დღევანდელ დღეს კი შეუცვლელი პროდუქტია კულინარიაში. ტყილად არ ამბობენ: “დესერტი ყველის გარეშე იგივეა, რაც გოგონა კაბის გარეშე. იცით ყველის სწორად გამოყენება, ისე რომ მისი მთლიანი გემო შეიგრძნოთ?
ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ყველ საოცარ გემოს ცოცხალი ბაქტერიები ანიჭებენ. ამიტომაც მნიშვნელოვანია მისი მომზადების და შენახვის წესების ზედმიწევნით დაცვა.
როგორ გამოვიყენოთ ყველი
ყველი პლასტმასის პაკეტში
ნებისმიერი სახეობის ყველი, შეიცავს დამახასიათებელ ბაქტერიებს და სოკოს. მათზეა დამოკიდებული რძეში ცილის და ცხიმის არსებობა.
ბაქტერიები აერობულები არიან და საჭიროებენ ჟანგბადს. ხოლო ეს შესაფუთი არ აძლევს საშუალებას, რომ ყველმა ისუნთქოს. ეს გამოიწვევს არასასიამოვნო სუნს, საშინელ გემოს, დარღვეულ კონსისტენციას და ის უკარგავს ყველს სარგებლიანობას.
ამ პაკეტის კედლებზე ილექება ყველისგან გამოყოფილი სისველე. შედეგად ყველი ემსგავსება საღეჭ რეზინს, იზრდება პათოგენური ბაქტერიების გამრავლების რისკიც.
შესაფუთის გარეშეც არ შეიძლება ყველის შენახვა. ის მალე დაკარგავს ტენს და გამოშრება. ამიტომ არსებობს სპეციალური ყველის ქაღალდი, რომელიც ატარებს ჟანგბადს და არ აკარგვინებს ტენიანობას პროდუქტს.
ყველი მაცივრიდან
თუ ყველი ყველა წესის დაცვით ინახება მაცივარში, ის მაინც არ უნდა მივირთვათ ცივად. ამ შემთხვევაში თქვენ ვერ შეიგრძნობთ ყველის ნამდვილ გემოს.
ყველი საჭიროებს მოთმინებას. რბილი უნდა გამოვიტანოთ მაცივრიდან 20 წუთით ადრე მირთმევამდე, ხოლო მაგარი კი 40 წუთით ადრე.
გაგისინჯავთ ქერქი?
ეს ყველის ყველაზე გემრიელი ნაწილია. ის შეიცავს დამატებით გემოებს და არომატებს.
ყველის ქერქის გადაგდება გადაწყვიტეთ? არ იჩქაროთ მისი თავიდან მოშორება. ნამდვილი გურმანები ამ ინგრედიენტსუმატებენ სუპებს და სხვადასხვა კერძებს.
ყველი სხვა ხემსებთან ერთად
როგრც ღვინო, ასევე ყველიც საჭიროებს პროფესიონალურ დეგუსტაციას. უძველესი დროიდან არსებობს ეს პროფერსია. ყველის განსხვავებული სახეობები ძალიან უხდება ხილს, ზეთის ხილს და თაფლს.
ამ საქმის პროფესიონალები ამბობენ, რომ ყველის გემოს იმ წამსვე გაგება შეუძლებელია, ის გულდასმით უნდა დაღეჭოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ უსწრაფესად იგრძნობთ მარილიანობას, შემდეგ სიმჟავეს.
შეიძლება თუ არა ყველსი შესანახად აღება?
პატარა ნაჭრებად დაჭრის შემთხვევაში ყველი სწრაფად კარგავს გემოს და არომატს. ამიტომაც უმჯობესია იმდენი იყიდოთ, რამდესაც რამდენიმე დღეში შეჭამთ.
ვიყიდოთ თუ არა მაგარი ყველი?
საკუთარი ხელით მომზადებული პიცის შეგთავსი, უმარტივესად გადაჭრის ვახშმის პრობლემას.
თუ გახეხილ ყველს შეიძენთ, კერძის მომზადების დროს შეამცირებთ. მაგრამ ასეთი პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს კონსერვანტებს. არ დაგეზაროთ ყველსი თავად გახეხვა. ასე მეტად გემრიელი და იაფი გაოვა.
შეიძლება ყველის საყინულეში შენახვა?
გახეხილი ყველი საკმაოდ კარგად უძლებს გაყინვას, მაგრამ სტრუტურას მაინც შეიცვლის არა დადებითის მხარეს: ის გახდება მეტად მსხვრევადი, დაკარგავს გემოს და არომატს.
მიტომაც გაყინეთ ისეთი ყველი, რომელსაც გამოიყენებთ სალათებისთვის და კერძებისთვის. ყველის შენახვა ჯობია მაცივრის ბოლო თაროზე, ან ბოსტნეულის განყოფილებაში.
ყველი და ლაქტოზის აუტანლობა
ჩამოყალიბებული ყველი პრაქტიკულად არ შეიცავს ლაქტოზას. ამიტომაც, თუ გინდათ რძის შაქრის ამოღება თქვენი რაციონიდან, მაშინ მიირთვით უკვე კარგად მოსული ყველი.
დანების ყველისთვის: რამდენი დანაა საჭირო?
ყოველი ყველის სახეობას განსხვავებული გემო და არომატი აქვს. ერთი და იგივე დანის გამოყენებით შემთხვევაში, თქვენ შეურევთ მათ გემოს.
თუ ყველისთვის მხოლოდ ერთი დანა გაქვთ, ის პურით გაწმინდეთ, აიღეთ პირის ნაჭერი და კარგად გაასუფტავეთ დანის ზედაპირი.
რატომ არის ყველის კუბიკებად დაჭრა არა რაციონალური?
ყველაფერი ყველზეა დამიკიდებული. ნახევრად მაგარი ყველი უნდა დაჭრათ წვრილ, თითქმის გამჭირვალე ნაჭრებად. სლაისერით ამ ამოცანას მარტივად გაართმევთ თავს.
მაგარი ყველს თხლად არ ჭრიან, უმჯობესია გახეხოთ ან დატეხოთ. ობიან და შებილილ ყველს კი კუბიკებად დაჭრა უხდება.