ხრაშუნა, პიკანტური, უჩვეულო. როგორ დავამწნილო კომბოსტო სწორად

326

Gastronomia.ge–ს რედაქცია კომბოსტოს მწნილის სწორად მომზადებას გასწავლით. მოასწარით და ზაფხულის საჩუქრები მაქსიმალურად გამოიყენეთ. ფერადი, ხრაშუნა და არომატული კომბოსტოს მწნილი იდეალური ვარიანტია.

დიასახლისები კიტრის და პომიდვრის კონსერვებს უპირატესობას ანიჭებენ და კომბოსტოს ხშირად უგულებელყოფენ. ამ რეცეპტით საოცრად ხრაშუნა კომბოსტო გამოდის. ინგრედიენტების რაოდენობა გემოვნებით შეგიძლიათ დაარეგულიროთ.

უფრო მეტი ძმარი და ნაკლები შაქარი დაუმატეთ. ასე ცხარე კონსერვს მიიღებთ. პირშუშხის ფესვიც შეგიძლიათ დაუმატოთ. რაც მთავარია, სწრაფად მწნილდება. 1 დღე საკმარისია, რომ ხრაშუნა კომბოსტოთი ისიამოვნოთ.

ინგრედიენტები:

  • თეთრი კომბოსტო
  • ყვავილოვანი კომბოსტო
  • სტაფილო
  • წითელი ჭარხალი
  • ნიორი
  • წიწაკის მარცვლები

მარილწყლის ინგრედიენტები:

  • 1 ლ წყალი
  • 150 გ შაქარი
  • 150 მლ ძმარი (9%)
  • 250 მლ მცენარეული ზეთი
  • 2 ს/კ მარილი

მომზადების წესი:

1. სურვილის შემთხვევაში, თეთრი და ყვავილოვანი კომბოსტო ცალ–ცალკე შეგიძლიათ დაამწნილოთ. ამისთვის მარილწყლის გაორმაგებული რაოდენობა მოამზადეთ. ექსპერიმენტები ჩაატარეთ, რომ სწორად დამწნილება ისწავლოთ.

2. ბოსტნეული გარეცხეთ და უსარგებლო ნაწილები მოაჭერით. ყვავილოვანი კომბოსტო დაანაწევრეთ, თეთრი კომბოსტო საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით. კომბოსტოს წვრილად დაჭრა საჭირო არაა. ჭარხალი, ნიორი და სტაფილო მსხვილ სახეხზე გახეხეთ.

3. ქილების რაოდენობის მიხედვით მარილწყლის რაოდენობა დაარეგულირეთ. მარილწყალს დაფნის ფოთოლი და პირშუშხის ფესვი სურვილისამებრ დაუმატეთ. ცხელ წყალს ყველა ინგრედიენტი დაუმატეთ და სითხეს სრულ გახსნამდე აურიეთ. კომბოსტოს ცხელი მარილწყალი დაასხით. თუ ცივ მარილწყალს დაასხამთ, დამწნილებას 4-5 დღე დასჭირდება.

4. ორივე სახეობის კომბოსტო, ნიორი, სტაფილო და ჭარხალი აურიეთ. ქილაში ფენებად ჩააწყვეთ. ცხელი მარილწყალი დაასხით და პლასტმასის თავსახური დაახურეთ. ბნელ გრილ ადგილას 1 დღე გააჩერეთ.

კომბოსტოს მწნილი ცხელ ხორცს იდეალურად უხდება. ხრაშუნა, ოდნავ მჟავე კომბოსტოს მწნილი ოჯახის წევრებს აღაფრთოვანებს. გემრიელად მიირთვით!