დამწნილებული საზამთროს რეცეპტი – დიახ არაფერი მოგესმათ, ნამდვილად უგემრიელესია!

985

მე ზაფხულს განსაკუთრებულად ველოდები, რადგან ხილზე ვგიჟდები. განსაკუთრებით მიყვარს საზამთრო.

ეს ხილი უგემრიელესია და რაც მთავარია სასარგებლოა!

დაბალკალორიული ხილი საუკეთესო არჩევანია მათთვის ვისაც გასუქება არუნდა.

საზამთროს გული კალორიულობა – 2კკლ 100 გრამზე

წვენის კალორიულობა – 37კკლ

საზამთრო მდიდარია კერატინით, რიბოფლავინით და ასკორბინის მჟავით. ის ასევე შეიცავს ვიტამინებს – A, C, E, PP, B 1, B 2, B 6, B 9, კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, ნატრიუმი.

საზამთროს დამარილება სულაც არ არის უცნაური! ძალიან გემრიელია!

ინგერდიენტები

  • 1,5კგ საზამთრო
  • 1 სუფრის კოვზი მარილი
  • 3 სუფრი სკოვზი შაქარი
  • 1ლ გამოხდილი წყალი

ინგრედიენტები

  1. ღრმა ჯამში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ მარილი და შაქარი. კარგად მოურიეთ და მოათავსეთ ცეცხლზე.
  2. აადუღეთ და დაელოდეთ 15 წუთი. გააგრილეთ.
  3. გარეცხეთ საზამთრო და დაჭერით, მოათავსეთ ქილებში. ზემოდან დაასხით მზა მასა.
  4. ჰერმეტიულად დახურეთ ქილა და შეფუთეთ.
  5. შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას.

თუ მაინც ტკბილი საზამთრო გირჩევნიათ, მაშინ მოვამზადოთ მისგან ჯემი.

ინგრედიენტები

  • 700გ საზამთროს ქერქი
  • 1კგ შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი ლიმონის მჟავა
  • 1 ჩაის კოვზი ვანილი

მომზადება

1.გარეცხეთ საზამთრო, გათალეთ და მოაშორეთ თესლი.

2.გული დაჭერით კუბიკებად, მოათავსეთ დიდი ქვაბში და მოაყარეთ შაქარი. დაელოდეთ 2 საათი.

3.ქვაბი მოათავსეთ ცეცხლზე 15 წუთი. გააგრილეთ.

4.ბოლო პროცედურა გაიმეორეთ სამჯერ. ბოლო ხარშვისას დაუმატეთ ვანილი და ლიმონის მჟავი. დაელოდეთ 5 წუთი. მზად არის!

გემრიელად მიირთვით!