ლავაში ალბათ ერთადერთი პროდუქტია, რომელიც თანამედროვე დიასახლისებს ცხოვრებას უმარტივებს. სწრაფი წასახემსი ან უბრალოდ გემრიელი ტორტი-ყველაფერი ეს შეიძლება მოამზადოთ ჩვეულებრივი ლავაშით.
წასახემსი ლავაშისგან შიგთავსით
სწორედ დღეს გვსურს გირჩიოთ უგემრიელესი და ნოყიერი წასახემსის რეცეპტი, რომელიც დაგიზოგავთ არა მხოლოდ დროს, არამედ გააოცებს ნებისმიერ სტუმარს.
ინგრედიენტები
- 15 ც ლავაშის ფირფიტა
- 1 ქათმის მკერდი
- 500 გრ მაგარი ყველი
- 200 გრ ტომატი
- 1 ც დიდი ზომის ხახვი
- 1 თავი ნიორი
- პაპრიკა და სხვა სანელებლები გემოვნებით
- მარილი
- 1 კონა ოხრახუში ან კამა
მომზადების წესი
1. იმისათვის, რომ ვარდები ლამაზი გამოვიდეს, აუცილებელია, რომ ლავაშის ფირფიტა იყოს დიამეტრით 20 სმ.
თქვენ დაგჭირდებათ ასეთი 15 ფირფიტა. თითოეული ფირფიტა უნდა გაჭრათ ორ თანაბარ ნაწილად. ასე თქვენ მიიღებთ 30 ულუფა წასახემსს.
2. გახეხეთ ყველი, პომიდორი კი გარეცხეთ, მოაშორეთ კანი და დააბლენდერეთ.
3. მოხარშეთ ქათმის მკერდი და პატარა კუბებად დაჭერით. დაჭერით ხახვი კუბებად, შეურიეთ ხორცს ხახვი, წვრილად დაჭრილი ნიორი, სანელებლები, პომიდორი და მწვანილი.
4. საცხობი ფორმის ფსკერს წაუსვით ზეთი, ცენტრში მოათავსეთ ფიალა ან პატარა ჯამი, რომ ლანგარზე წასახემსის დალაგება გაგიმარტივდეთ.
5. ლავაშის თითოეულ ნაჭერს მოაყარეთ ყველი და მოათავსეთ მის ერთ მხარეს ცოტაოდენი ხორციანი შიგთავსი. შემდეგ გაახვიეთ ლავაში კონუსივით. მჭიდროდ დაალაგეთ ვარდის ფორმის, შიგთავსიანი ლავაშები ერთმანეთთან და მოაყარეთ ზემოდან დახეხილი ყველი.
6. თუ გსურთ, რომ ლავაში ხრაშუნა გამოვიდეს, წაუსვით მათ ათქვეფილი კვერცხი.
7. ეს სილამაზე გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით. სუფრაში გატანამდე კერძს ზემოდან მწვანილი მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით!
ასეთი წასახემსი თხელი ლავაშისგან ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება და ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას გაალამაზებს.