ლიმონის ტარტი სიმინდის ფქვილით – დესერტი, რომელზეც უარს ვერავინ იტყვის

2155

ლიმონის ტარტი რაღაც ფანტასტიკაა, აი ძალიან მარტივი და უგემრიელესი დესერტის რეცეპტი.

ინგრედიენტები: 

ცომი: 

  • 125 გ კარაქი
  • 100 გ შაქარი
  • 2 დიდი კვერცხის გული
  • 1 ფინჯანი (150 გ) ხორბლის ფქვილი
  • მწიკვი მარილი

გულსართი: 

  • 3 დიდი კვერცხი
  • 140 გ შაქარი
  • 6 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი
  • 3 ლიმონის წმინდად გახეხილი ცედრა და წვენი
  • 3 ლაიმის წმინდად გახეხილი ცედრა და წვენი
  • 125 გ კარაქი, გამდნარი
  • 1 ფინჯანი (100 გ) ნუში, მოხალული
  • 250 მლ ცხიმიანი ნაღები
  • 1 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი
  • 80 გ ნუშის ფანტელი, მოხალული

ულუფა: 6-8

მომზადება: 30 წუთი + 1 საათი გასაცივებლად

ცხობა: 30 წუთი

დონე: 2

მომზადების წესი:

  1. ცომი: საშუალო ზომის ჯამში მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ კარაქი და შაქარი, სანამ არ გათეთრდება და კრემის სისქისა არ გახდება.
  2. თითო-თითოდ შეათქვიფეთ კვერცხის გულები.
  3. ცალკე თასში შეურიეთ ხორბლის ფქვილი, სიმინდის ფქვილი და მარილი. დაუმატეთ კვერცხის მასა და მოზილეთ ცომი.
  4. დააგუნდავეთ, გაახვიეთ ცელოფანში და 1 საათი გააცივეთ.
  5. გააცხელეთ ელექტროღუმელი 170 გრადუსზე.
  6. 24 სმ დიამეტრის ტარტის ყალიბს წაუსვით ცხიმი, რათა ადვილად გადმოიღოთ ნამცხვარი.
  7. ცომი 3 მმ სისქეზე გააბრტყელეთ ცოტა ფქვილმოყრილ დაფაზე.
  8. გადაიტანეთ საცხობ ყალიბში, კარგად გააბრტყელეთ და გვერდებზე ზედმეტი ცომი შემოაჭერით. გააცივეთ 30 წუთი.
  9. შემდეგ ზემოდან დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და მშრალი მარცვლეული (ბარდა, ცერცვი, ოსპი, ბრინჯი და სხვ.) მოაყარეთ.
  10. აცხვეთ  15 წუთი, სანამ ღია ყავისფერს არ მიიღებს. აიღეთ ქაღალდი და სიმძიმე და დადგით გასაცივებლად.
  11. მოუმატეთ ღუმელის ტემპერატურას 190 გრადუსამდე.
  12. გულსართი: მიქსერით მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი.
  13. ხის კოვზით შეურიეთ ფქვილი, ციტრუსის ცედრა და წვენი.
  14. ჩაასხით გამდნარი კარაქი, ნუში და ურიეთ, ვიდრე გაიქნება. მიღებული მასა ტარტის ცომს  დაასხით.
  15. აცხვეთ 30 წუთი, ან სანამ არ გამაგრდება.
  16. პატარა ჯამში მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ ნაღები. დაუმატეთ შაქრის პუდრი და გააგრძელეთ თქვეფა, ვიდრე არ გამკვრივდება. შეურიეთ ნუში.
  17. სუფრაზე მიტანამდე დაჭერით და თავზე თითო კოვზი ნაღები დაადეთ.