გამძლე კერძი არ ფუჭდება და ობდება. კიტრის მწნილს ამარანტის და ჟოლოს ფოთლებს ვუმატებ

248

Gastronomia.ge–ს რედაქცია კიტრის მწნილის რეცეპტს გიზიარებთ, რომელიც თითქმის არ ფუჭდება და არ ობდება. მწნილი საოცრად გემრიელი გამოდის. დამწყები მზარეულისთვის იდეალური რეცეპტია. ზამთარში საოცარი წასახემსებელია.

კიტრის მწნილის მთავარი საიდუმლო დამატებით ინგრედიენტებშია. მწნილს ჟოლოს ფოთლები დაუმატეთ. ჟოლოს ფოთლები სალიცილის მჟავას შეიცავს, ამიტომ მწნილს ობი არ გაეკარება და არ გაფუჭდება. მწნილს ამარანტის, იგივე ჯიჯლაყის ფოთლებიც უხდება.

ინგრედიენტები:

  • კიტრი
  • წყალი
  • მარილი
  • ბაჰარის წიწაკა
  • კამის ქოლგები
  • პირშუშხა
  • მუხის ფოთლები
  • ჟოლოს ფოთლები
  • ამარანტის ფოთლები
  • მოცხარის ფოთლები
  • ალუბლის ფოთლები
  • დაფნის ფოთლები

მწნილის მარილწყალი

იმდენი მარილწყალი მოამზადეთ, რამდენ ქილასაც აკეთებთ. 1 ლიტრ წყალზე 40 გრამი მარილი დაგჭირდებათ. ეს თანაფარდობა დაიცავით. დამწნილებული კიტრის ქილას პლასტმასის თავსახური უნდა დაახუროთ, თუმცა ლითონის თავსახურით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. ამ შემთხვევაში ქილებს თავსახურის ქვეშ თითო სუფრის კოვზი არაყი დაუმატეთ, რომ ხრაშუნა იყოს. ასე დიდხანს შენახვას შეძლებთ.

მომზადების წესი:

1. ახალი კიტრი შეიძინეთ და მაშინვე მწნილის მომზადება დაიწყეთ. კარგად გარეცხეთ, ბოლოები მოაჭერით. ყველა ფოთოლი კარგად გარეცხეთ.

2. კიტრები ქილაში ჩააწყვეთ. მარილი და წყალი აურიეთ. მარილი კარგად გახსენით და აადუღეთ. ცხელი მარილწყალი კიტრს დაასხით.

3. ქილის ძირში ყველა ფოთოლი ჩააწყვეთ და კიტრები ჩააწყვეთ. მარილწყალი დაასხით. თავსახური დააფარეთ და 2 დღე სიბნელეში გააჩერეთ. ბოსტნეულის ფერი შეიცვლება, ზემოდან ქაფის მცირე ფენა გაუჩნდება.

4. ვადის გასვლის შემდეგ მარილწყალი გადაწურეთ და ისევ აადუღეთ. თუ სურვილი გაქვთ, ქილებში ახალი ფოთლები ჩააფინეთ. კიტრები ისევ ჩააწყვეთ და ადუღებული მარილწყალი დაასხით. სტერილური თავსახურებით მოხუფეთ. შეფუთეთ და გაგრილებას დაელოდეთ. ცივი ქილები საკუჭნაოში ან სარდაფში შესანახად შეგიძლიათ გაიტანოთ.

კიტრის მწნილს შეგიძლიათ დაუმატოთ ნიორი, ოხრახუში და რეჰანი. გაითვალისწინეთ, რომ რეჰანს სპეციფიკური გემო და არომატი აქვს. როგორ მოგწონთ დამწნილებული კიტრის რეცეპტი?