გამოცდილი მზარეული გასწავლით, როგორ მიირთვათ კარტოფილი სუფრაზე სწორად

359

იცით, რომელი ბოსტნეულია ყველაზე პოპულარული ჩვენს ქვეყანაში? ბევრ ადამიანს ვახშამი ამ ინგრედიენტის გარეშე ვერ წარმოუდგენია. როცა მხიარული კომპანია სუფრაზე იკრიბება, ეს ბოსტნეული ხშირად მაგიდის თავში ხვდება. ვფიქრობთ, უკვე მიხვდით, რომ კარტოფილზე ვსაუბრობთ. სწორედ ისაა ნებისმიერი სუფრის სამეფო კერძი.

აღმოჩნდა, რომ არსებობს მთელი რიგი წესები, როგორ მიირთვათ კარტოფილი სწორად ეტიკეტის დაცვით. Gastronomia.ge–ს რედაქცია ამ წესებს გაგაცნობთ. სპეციალურად შევაგროვეთ და გავაანალიზეთ, რომ სუფრაზე უსიამოვნო შემთხვევისგან დაგიცვათ. ამ წესების შესახებ ძალიან ცოტამ იცის და უფრო ცოტა იცავს სასადილო მაგიდასთან.

მხიარული კომპანია სუფრასთან

უძველესი დროიდან კარტოფილი ბევრი ერისთვის მთავარი საკვები იყო. სხვადასხვა შემთხვევაზე და წვეულებაზე სუფრაზე ხვდებოდა. დაწყებული მეფის ქორწილით და დამთავრებული ჩვეულებრივი ვახშმით გლეხის ოჯახში. დღეს კარტოფილის გარეშე ცხოვრებას ცოტას თუ შეუძლია წარმოიდგინოს. მას უმატებენ წვნიანს, მთავარ გარნირს უწოდებენ. კარტოფილით ან მისი მონაწილეობით მრავალი კერძი არსებობს.

როგორც გაირკვა, კარტოფილის ჭამა მთელი ხელოვნებაა. ადამიანების უმეტესობამ ამის შესახებ უბრალოდ არ იცის. აღსანიშნავია, რომ მაღალ წრეში და მაღალი წრის წვეულებებზე ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. ცნობილი ბლოგერი Elitarny Lobuz სწორედ კარტოფილის ჭამაზე საუბრობს. თავის ბლოგში გამომწერებს კარგ მანერებს და სუფრაზე ეტიკეტის წესებს ასწავლის.

ახლახანს ისაუბრა, რომ კარტოფილის დანით დაჭრა არ შეიძლება. თუ გსურთ გამოიყურებოდეთ დახვეწილად, ეტიკეტის წესების ცოდნა გამოავლინეთ. ამ შემთხვევაში, უმჯობესია, კარტოფილი ჩანგლით დაჭყლიტოთ, შემდეგ მიირთვათ.

კარტოფილის დასაჭრელად დანის გამოყენება დიასახლისმა შეურაცხყოფად შეიძლება აღიქვას. კარტოფილი ხომ რბილი უნდა იყოს. ხოლო დანა მხოლოდ უხეში პროდუქტების დასაჭრელად გამოიყენება. ამ ინფორმაციამ ბლოგერის გამომწერებს შორის დიდი აღშფოთება გამოიწვია. ამ თეორიის როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები გამოჩნდნენ.

სუფრაზე ეტიკეტის წესები

ცნობილი ბლოგერი გამომწერებს სუფრაზე ქცევის სხვა წესებსაც შეახსენებს. ჭამა პირველმა არასოდეს დაიწყოთ. დაელოდეთ, სანამ ყველა სტუმარი დაჯდება და ჭამას შეუდგება. მნიშვნელოვანია, სხვებთან ერთად ერთ ტემპში შეჭამოთ. არ იჩქაროთ, საჭმელი პატარა ნაჭრებით მიირთვით.

ჯერ საჭმელი გადაყლაპეთ, შემდეგ წყალი დააყოლეთ, თუ საჭიროა. სავსე პირით არ ისაუბროთ, ტაში არ დაუკრათ და ადგილზე არ იცკმუტოთ. თეფშის გვერდით ყოველთვის დევს დიდი სალფეთქი, რომელიც მუხლებზე უნდა დაიფინოთ. ასევე ეს სალფეთქი გამოიყენება პირის ან თითების გასაწმენდად.

სუფრაზე გამართული იჯექით. იდაყვები მაგიდას არ დაადოთ და არ მოიხაროთ. ტელეფონი მაგიდიდან აიღეთ. უმჯობესია, გამორთოთ და ჩანთაში ან ჯიბეში შეინახოთ.

ეს ეტიკეტის ძირითადი წესებია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს. ვიმედოვნებთ, ამის შესახებ კარგად იცით. სტატია კი ახალგაზრდა თაობისთვის კარგი შემახსენებელი გახდება.