გასაოცებელი მრგვალი ლაზანია: დახვეწილი კერძი სადღესასწაულო მაგიდისთვის

822

ვის არ მოსწონს ლაზანია? ეს კერძი მას არ უყვარს, ვისაც არ გაუსინჯავს. ამ კერძის საოცარი გემოთა შეთანხმება იტალიური სამზარეულოდან მოდის.

ტრადიციულ რეცეპტში იყენებენ სოუსი ბეშამელს, მაგრამ მე ხშირად ვიყენებ ბოლენეზეს.

სადღესასწაულო სუფრის სამშვენისია!

ინგრედიენტები პასტისთვის

  • 500გ ფირფიტები ლაზანიისთვის
  • 200გ ლორი
  • 500გ ყველი
  • სოუსი ბეშამელი, ბოლენეზე, პესტო

ინგრედიენტები ბოლონეზესთვის

  • 400გ საქონლის ფარში
  • 1 ქილა პომიდორი საკუთარ წვენში
  • 1 ხახვი
  • ნიორი გემოვნებით
  •  2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 375მლ წითელი ღვინო
  • 1 სუფრის კოვზი შქარი
  • მარილი, წიწაკა, მაიორანი გემოვნებით

ინგრედიენტები სოუსი ბეშამელისთვის

  • 75გ ფქვილი
  • 75გ კარაქი
  • 250მლ რძე
  • მარილი, წიწაკა, ნიგოზი გემოვნებით

ინგრედიენტები პესტოსთვის

  • 100-150მმლ ზეითუნის ზეთი
  • ბაზილიკი
  • 3 კბილი ნიორი
  • 50გ გახეხილი პარმეზანი
  • 3 სუფრის კოვზი ფიჭვის კაკალი

მომზადება

1.შეგიძლიათ დაიწყოთ სოუსი ბოლენეზეთი: დაჭერით წვრილად დაჭრილი ხახვი, შეწვით ზეთში, დაუმატეთ ფარში. შემწვარ მასას მოასხით პომიდორი და დანარჩენი ინგრედიენტები. სოუსი მზადდება 40-50 წუთი, აუცილებლად ურიეთ. თუ სოუსი გამოვა სქელი, შეგიძლიათ დაუმატოთ თბილი წყალი.

2.მოვამზადოთ ბეშამელი. საშუალო ცეცხლზე გაალღვეთ კარაქი, ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი, ამასობაში ურიეთ. როცა მასა მიიღებს ოქროსფერს, დაუმატეთ ფქვილი (ნელ-ნელა). მთავარია განუწყველტლივ ურიოთ, რათა მასა არ დაიჯირჯვლოს.

3.მოვამზადოთ სოუსი პესტო: ყველა საჭირო ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში.

4.მოხარშეთ ლაზანიის ფირფიტები და მოათავსეთ ფორმაში ისე, როგორც ფოტოზეა.

5.მჭიდროდ უნდა ეკროდეს ფენები ერთმანეთს.

6.ავაწყოთ კერძი: მოასხით ბეშამელი და მოათავსეთ ძეხვი.

7.ჩააფინეთ პასტა.

8.დაუმატეთ პესტო და გახეხილი ყველი.

9.ისევ პასტის ფენა.

10.ახლა კი ბევრი-ბევრი ყველი!

11.დაფარეთ პასტით.

12.დაუმატეთ ნახევარი ბოლონეზე.

13.დაფარეთ პასტის ფირფიტებით.

14.ბოლონეზე და გახეხილი ყველი.

15.პასტის ბოლო ფენას წაუსვით ბეშამელი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე.

16.ერთი საათის შემდეგ გამოიტანეთ ღუმელიდან და გააგრილეთ 20 წუთი.

17.საოცარი შეგრძნებაა, როცა ფორმას აბრუნებ!

18.ნელა და ფრთხილად აწიეთ ფორმა.

19.როგორი გამოგივიდათ?

20.გემრიელად მიირთვით!