ბუჟენინა ინდაურისგან: გამოდის გემრიელი, რბილი და ძალიან წვნიანი

785

ამ კერძის მოსამზადებლად არ არის საჭირო დიდი ძალისხმევა და დრო.

ამ მეთოდით მომზადებული ხორცი არის რბილი, ძალიან არომატული და გემრიელი.

ინგრედიენტები

  • ინდაურის ფილე 1კგ
  • ნიორი 3 კბილი
  • მარილი 4 სუფრის კოვზი
  • მდოგვი 1 ჩაის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი 2 სუფრის კოვზი
  • წყალი 1ლ
  • შავი დაფქული წიწაკა
  • წიწაკა ჩილი
  • კაკალი ქინძი
  • ბაზილიკი
  • ორეგანო
  • პაპრიკა

მომზადება

  1. მარილი გახსენით წყალში და მასში მოათავსეთ ინდაურის ფილე, მოათავსეთ მაცივარში 2-3 საათი.
  2. გაასუფთავეთ ნიორი, დაჭერით წვრილად. ზეთს დაუმატეთ შავი და წითელი წიწაკა, პაპრიკა, კაკალი ქინძი, ბაზილიკი, ორეგანო და მდოგვი.
  3. გააშრეთ ხორცი. ჩაჭერით ინდაური რამდენიმე ადგილას, ამოავსეთ ნივრით და მოასხით მომზადებული სოუსი.
  4. გამოაცხეთ 220 გრადუსზე 35 წუთი.

გემრიელად მიირთვით!