ბისკვიტის ნამცხვარი ვანილის პუდინგით

1052

სახლში მომზადებული დესერტი ყოველთვის გემრიელია ნაყიდზე. ამიტომაც დღეს ჩვენ ამ რეცეპტს გთავაზობთ!

ნამცხვარი ვანილის პუდინგით უგემრიელესი და ულამაზესია.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 3 ცალი
  • ყავისფერი შაქარი 1,75 ჭიქა
  • რძე 1,25 ჭიქა
  • გამაფხვიერებელი 7გ
  • ხორბლის ფქვილი 2 ჭიქა
  • კაკაო 2 სუფრის კოვზი
  • მარილი
  • მზესუმზირის ზეთი 2 სუფრის კოვზი
  • ვანილის პუდინგი 80გ

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ ბისკვიტი. ღრმა ჯამში გაცერით ფქვილი კაკაოსთან და გამაფხვიერებელთან ერთად. დაუმატეთ მარილი და მოურიეთ.

2.ათქვიფეთ კვერცხი მისერით. ნელ-ნელა დაუმატეთ 1 ჭიქა შაქარი, არ შეწყვიტოთ თქვეფა.

3.6 წუთის შემდეგ გამორთეთ მიქსერი. ნელ-ნელა დაუმატეთ მშრალი მასა, მოურიეთ სილიკონის ნიჩბით. ჩაასხით უსუნო ზეთი და ისევ მოურიეთ.

4.ცომს დაუმატეთ 1 ჭიქა გაცხელებული რძე. კარგად მოურიეთ და ჩაასხით ფორმაში.

5.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25 წუთი.

6.სანამ ბისკვიტი გრილდება, მოამზადეთ პუდინგი. მშრალ პუდინგს დაუმატეთ შაქარი და 8 სუფრის კოვზი თბილი რძე.

7.დარჩენილი რძე აადუღეთ და დაუმატეთ პუდინგს. მასა დადგით ცცხლზე, რათა შაქარი მალე გალღვეს.

8.ამოჭერით ბისკვიტი, როგორც ფოტოზეა. მოასხით პუდინგი.

9.ამოჭრილი ბისკვიტი დაფხვენით და ზემოდან მოაყარეთ. დესერტი შეინახეთ მაცივარში მთელი ღამე.

გემრიელად მიირთვით!