იტალიური ფოკაჩა ყველით სულ რაღაც 15 წუთში

11982

ნამდვილი პიცით დასატკბობად ნეაპოლს უნდა ესტუმროთ, კლასიკური ფოკაჩა კი ლიგურიაში მზადდება. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ფოკაჩა პიცის “წინაპარია”. მაღალ ტემპერატურაზე თხელი ცომი ფაფუკ პურად იქცევა და მეტად გემრიელია მოცარელასთან ერთად.

ფოკაჩა ყველით გემრიელია როგორც დამოუკიდებელი კერძი, ხემსის სახით სადილზე და ვახშმად. მოამზადეთ და ისიამოვნეთ ნამდვილი იტალიური გემოთი.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ფქვილი
  • 300 მლ რძე
  • 25 გრ შაქარი
  • 5 გრ საფუარი
  • 80 გრ კარაქი
  • 2 მწ მარილი
  • 200 გრ მოცარელა
  • 2 კვერცხი

მომზადება 

1. შეურიეთ 250 მლ თბილი რძე, საფუარი და შაქარი. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ მასას.

2. დაუმატეთ გაცრილი ცომი, მარილი, მოზილეთ ცომი, დაუმატეთ დარბილებული კარაქი და კვლავ მოზილეთ.

3. დადგით ცომი თბილ ადგილას, სანამ მასა ორჯერ არ გაიზრდება. დაამუშავეთ და კიდევ 15-20 წთ დატოვეთ.

4. დაჭერით მოცარელა წვრილ ზოლებად.

5. დააფინეთ მრგვალ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, გადაიტანეთ ცომი და გაათანაბრეთ.

6. ჩაჭერით დანით რამდენიმე ადგილას, ჭრილებში მოათავსეთ მოცარელა. დააფინეთ პირსახოცი და დადგით თბილ ადგილას, სანამ კიდევ არ ამოვა.

7. ათქვიფეთ კვერცხი 2 ს.კ. რძესთან და 1 მწ მარილთან. წაუსვით ფოკაჩას. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით.

ნაზი და უგემრიელესი ფოკაჩა აუცილებლად გახდება თქვენი ოჯახის ერთ-ერთი საყვარელი კერძი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!