დაბალკალორიული ხაჭოს დესერტი პიერ დუკანისგან. როგორ დავწვათ ცხიმები ისე, რომ უარი არ ვთქვათ ტკბილეულზე

1899

როგორ დავიკლოთ 1 კგ 3 დღეში ისე, რომ ორგანიზმი არ დავაზიანოთ? არა, ეს არ არის საოცრება, ეს დუკანის დიეტაა. ცნობილი ფრანგი დიეტოლოგი 25 წლის განმავლობაში სწავლობდა თავისი პაციენტების კვებას და იდეალური ფორმულა შეიმუშავა. 4-ეტაპიან კურსს მრავალი უპირატესობა აქვს, მაგრამ მთავარი პლიუსი ის არის, რომ შეგიძლია მიირთვა ტკბილეული. მაგალითად დუკანის დესერტი “თეთრი სიგიჟე”.

ტკბილმა და დაბალკალორიულმა დესერტმა მილიონობით ქალის გული მოიგო, მათიც კი, ვინც ზედმეტ წონას არ ებრძვის. ის პუდინგს ან რძიან ჟელეს ჰგავს, თუმცა ბევრად სასარგებლოა.

ინგრედიენტები

  • 4 ც ლიმონი
  • 2 ს.კ. ლიმონის ცედრა
  • 2 ც ჟელატინი
  • 100 გრ უცხიმო ხაჭო
  • 2 ს.კ. სტევია
  • 2 კვერცხის ცილა
  • 1 მწ მარილი

მომზადება

  1. დაასხით ჟელატინს წყალი, როცა გაღვივდება, მოაცილეთ ზედმეტი სითხე.
  2. გააცხელეთ 4 ლიმონის წვენი, დაუმატეთ ჟელატინი, ლიმონის ცედრა, სტევია და რბილი ხაჭო. მოურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე, გადმოდგით და გააცივეთ.
  3. კარგად ათქვიფეთ ცილა და მარილი.
  4. შეურიეთ ორივე მასა, ჩაასხით სილიკონის ფორმებში და შედგით მაცივარში 3 საათით. დუკანის დიეტური დესერტი მზადაა!

ინგრედიენტების მითითებული რაოდენობისგან 2 ულუფა გამოგივათ. არ დაამატოთ არაფერი დესერტს, ბავშვებისთვის კი შეგიძლიათ მოასხათ კარამელი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!