სრულფასოვანი ვახშმისთვის ხორცის მომზადება აუცილებელია. ჩემს მეუღლეს ძალიან მოსწონს ქათმის რულეტები ბეკონში. ეს კერზი ნოყიერი, არომატული და ძალიან გემრიელია.
ცხობისას ბეკონი ხდება სასიამოვნოს ხრაშუმა, ხოლორულეტი კი რჩება უნაზესი.
ინგრედიენტები
- ქათმის ფილე 2 ცალი
- ნაღების ყველი 150გ
- ბულგარული წიწაკა 2 ცალი
- ბეკონი 100გ
- ოხრახუში
- კამა
- მარილი და შავი წიწაკა
მომზადება
- გარეცხეთ ქათმის ფილე და გაამშრალეთ. გაჭერით შუაზე და დაბეგვეთ.
- ფილეს წაუსვით თხელი ფენა ნაღების ყველი
- მოაყარეთ დაჭრილი ბულგარული და მწვანილები. გადაახვიეთ რულეტისებურად.
- შემოაკარით ბეკონი.
- რულეტები მოათავსეთ ცხიმიან ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.
გემრიელად მიირთვით!