სტაფილოს მსუბუქი დესერტი – ჩემი აღმოჩენა!

557

სამწუხაროდ, მოხარშული სტაფილო ყველას არ უყვარს. ამ პროდუქტის სწორად მომზადების ცოდნა აუცილებელია. დღეს ჩვენ უნაზეს და უგემრიელეს დესერტს წარმოგიდგენთ. სტაფილოს ცხობილა ძალიან მოგეწონებათ.

ინგრედიენტები

  • 220გ სტაფილო
  • 1 ჭიქა რძე
  • 1 კვერცხი
  • 30გ მანანის ბურღული
  • 1 კვერცხის ცილა
  • 20გ ფქვილი
  • 35გ კარაქი
  • მარილი

მომზადება

1.გაასუფთავეთ სტაფილო და დაჭერით.

2.სტაფილო უნდა გახდეს რბილი.მოასხით რძე და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთი.

3.გააგრილეთ და დააბლენდერეთ.

4.დაუმატეთ სტაფილოს ფქვილი, შაქარი,მანანის ბურღული, კვერცხი და რბილი კარაიქი. ისევ დააბლენდერეთ.

5.ცალკე ჯამში ათქვიფეთ ცილა მარილთან ერთად.

6.ნელ-ნელა შეურიეთ ცილის მასა სტაფილოს მასას.

7.გამოსაცობ ფორმებს წაუსვით ცხიმი, მოაყარეთ მანანის ბურღული და ჩაასხით სტაფილოს მასა.

8.გამოაცხეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი.

9.მზა დესერიტი გააგრილეთ.

10.მზად არის!

გემრიელად მიირთვით!