ბადრიჯანი შიგთავსით ტაფაზე

700

როგორ მოვამზადოთ ბადრიჯანი შიგთავსით

  • 500გ ბადრიჯანი
  • 100გ ყველი
  • 160გ დაკონსერვებული თინუსი
  • 100გ ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 100გ საფანელი
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

1.დაჭერით ბადრიჯანი მრგვლად, მასზე მოათავსეთ ყველი და თვზი. ზემოდან დააფარეთ მეორე ნაჭერი, რათა დაემსგავსოს სენდვიჩს.

2.თითოეული სენდვიჩი ამოავლეთ ფქვილში, კვერცხში და საფანელში.

3.შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან.

 ბადრიჯნის რგოლები შიგთავსით

  • 500გ ბადრიჯანი
  • 400გ ქათმის ფილე
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 3 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი წიწაკა
  • 50მლ რძე
  • მცენარეული ზეთი
  • 100გ ფქვილი
  • 150გ ყველი

მომზადება

1.გაასუფთავეთ ბადრიჯანი და დაჭერით. შუაგული ამოჭერით, დააბლენდერეთ. ცალკე დააქუცმაცეთ ფილა. კვერცხს დაუმატეთ რძე.

2.ფილეს დაუმატეთ ბადრიჯნის მასა, წიწაკა და მოურიეთ. მიღებული მასით ამოავსეთ რგოლები და შეწვით ორივე მხრიდან.

3.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!