გაგისინჯავთ მაკარონის ჩიფსები? – არ გამოტოვოთ!

1793

მაკარონი – უნივერსალური გარნირია, რომელიც ყველაფერს ძალიან უხდება. ერთი სიტყვით ძალიან ხელმისაწვდომი პროდუქტია. მაგრამ ეს ერთი დიდი მინუსი ყველას გვაწუხებს: გაცივდება თუ არა, კარგავს ყველანაერ გემოს. თუ ვახშმის შემდეგ დაგრჩათ გარნირი, არ დაკარგოთ დრო და მოამზადეთ ჩიფსები.

ინგრედიენტები

  • მაკარონი 100გ
  • ხორბლის ფქვილი 1,5 სუფრის კოვზი
  • სახამებელი 1,5 სუფრის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • მარილი, პაპრიკა, კარრი, ნივრის ფხვნილი გემოვნებით

მომზადება

1.მოხარშეთ მაკარონი ან გამოიყენეთ უკვე მზა.

2.ფქვილს დაუმატეთ სახამებელი და ამოავლეთ მაკარონი.

3.ქვაბში გააცხელეთ ზეთი და შეწვით მაკარონი.

4.მოაყარეთ სანელებლები.

გემრიელად მიირთვით!