ბადრიჯანი ბაზილიკით და მოცარელით ღუმელში

587

ზაფხული განსაკუთრებით ძვირფასია ჩემთვის. ახალი ბოსტნეულით მომზადებული კერძები შეუდარებელია. დღეს მინდა მოვამზადოთ ბადრიჯანი ყველით და ბაზილიკით.

ბადრიჯანი და ყველი ერთმანეთს ძალიან უხდება. მოცარელა ჩემი აზრით საუკეთესო ვარიანტია, რაც კი შეიძლება შევარჩიოთ ამ ბოსტნეულისთვის.

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი 2 ცალი
  • მოცარელა 125გ
  • ბაზილიკი 20გ
  • ზეითუნის ზეთი 100მლ
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.დაჭერით ბადრიჯანი.

2.ბლენდერში მოათავსეთ ბაზილიკი, ზეითუნის ზეთი, მარილი, წიწაკა და ათქვიფეთ.

3.მიღებული მასა დაუმატეთ ვადრიჯანს და დატოვეთ დასამარინადებლად 30 წუთი.

4.გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.

5.გამოაცხეთ ბადრიჯნის რგოლები.

6.წვრილად დაჭერით მოცარელა. გადაანაწილეთ გამომცხვარ ბადრიჯნის რგოლებზე. გამოაცხეთ დამატებით 7-10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!