კომპოტებისა და მურაბების მომზადების სეზონი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და ახლა არომატული კომშის დრო დადგა. გარეგნულად, ის ვაშლს ჰგავს, გემო კი ოდნავ მკვახე და მშრალი აქვს. მაგრამ თერმული დამუშავებით, ეს ხილი ყველა დადებით თვისებას ავლენს.
ცნობილია, რომ კომში მდიდარია დიდი ოდენობით სასარგებლო თვისებებით, განსაკუთრებით ანტისეპტიკურით, იგი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია. ამ ხილისგან დამზადებული მურაბა საკმაოდ ტკბილი გამოდის, მაგრამ ფორთოხალთან კომბინაციით ის სასიამოვნო მომჟავო გემოს იძენს.
ინგრედიენტები
- 2,5 კგ კომში
- 2 კ.გ შაქარი
- 2 ც ფორთოხალი
- 2 ლ წყალი
მომზადების წესი
1. კომში კარგად გარეცხეთ, გათალეთ და გაასუფთავეთ თესლისგან. დაასხით წყალი და 20 წუთით ადუღეთ.
2. დაჭერით კომში და დაასხით მდუღარე წყალი, შემდეგ კიდევ 15 წუთით ადუღეთ.
3. ცალკე ჭურჭელში გადაღვარეთ სითხე და შაქარი დაუმატეთ, მოადუღეთ და დამატებით 5 წუთით ადუღეთ.
4. დაასხით კომშს მდუღარე სიროფი და თავდახურულ ქვაბში 12 საათით გააჩერეთ.
5. გარეცხეთ ფორთოხალი და გაუთლელად დაჭერით კუბებად. დაუმატეთ კომშს და დაბალ ცეცხლზე 30 წუთით ადუღეთ.
6. მდუღარე მურაბა სუფთა, მშრალ ქილებში ჩაასხით და მოხუფეთ.
კომშისა და ფორთოხლის მურაბა იდეალურია გაციების დროს. იგი შეგიძლიათ ჩაიში დაამატოთ ან ახალ ფუნთუშასთან ერთად მიირთვათ.